Baby Bag

„მნიშვნელოვანია, ფასეულობები სწორედ რომ ერთი იყოს: ეს ფასეულობა აუცილებლად ოჯახი უნდა იყოს,“ - მომღერალი სალომე ბაკურაძე ოჯახის შესახებ

„მნიშვნელოვანია, ფასეულობები სწორედ რომ ერთი იყოს:  ეს ფასეულობა აუცილებლად ოჯახი უნდა იყოს,“ - მომღერალი სალომე ბაკურაძე ოჯახის შესახებ

მომღერალმა სალომე ბაკურაძემ რადიო „იმედის“ ეთერში მეუღლესთან ლაშა ბასლანძესთან და შვილთან - სანტისთან ერთად ოჯახური ცხოვრების შესახებ ისაუბრა:

„მნიშვნელოვანია, ფასეულობები სწორედ რომ ერთი იყოს. ეს ფასეულობა აუცილებლად ოჯახი უნდა იყოს. პრიორიტეტი ადამიანი და ურთიერთობა უნდა იყოს. ყოფითი რაღაცები, რომ ერთი გემოვნება არ გაქვთ, როგორი პოლიტიკური ხედვა გაქვს, ეს დეტალებია.“

სალომე ბაკურაძემ სანტისთან ურთიერთობის დეტალებზეც ისაუბრა:

„სანტის რაღაც ვთხოვე, წვნიანი ან რაღაც ასეთის მირთმევა, რაზეც არ გიჟდებოდა. ვუთხარი, რომ ამას თუ არ გააკეთებ, იქ არ წავალთ, დაგვაგვიანდება. მეუბნება: „ეს ახლა ულტიმატურაა, რაც შენ მითხარი?!“ ვკითხე, რას ნიშნავს ულტიმატურა-მეთქი. ამიხსნა მნიშვნელობა და მიხვდა, რაც ვუთხარი. ლაშა რაც უნდა სახლში არ იყოს და ჩემსა და სანტის შორის მოხდა რაღაც გაურკვევლობა, მე და სანტი ვსაუბრობთ ამაზე, ვკამათობთ, შემდეგ ამას ლაშაც გებულობს. ლაშაც აზრი სანტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია."

„მთავარია, ბავშვს ელაპარაკო. სანტისთან ბოლო ლაპარაკი ყოველთვის ჩემზეა. ბავშვებთან ხმა არასდროს ამიწევია,“ - აღნიშნა ლაშა ბალნაძემ.

წყარო: ​რადიო „იმედი“

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)

„ოჯახში ქალსა და მამაკაცს შორის ურთიერთობაში ქალია დომინანტი, მასზე ბევრი რამ არის დამოკიდ...
​ცნობილმა ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა ოჯახური კრიზისების გადალახვისა და ცოლ-ქმრულ ურთიერთობაში ჰარმონიის შენარჩუნების საკუთარი გამოცდილება გაგვაცნო. მისი თქმით, ურთიერთობაში დომინანტი ქალია და მასზე...