„ერთი პერიოდი ზღაპარს ჩვენ ვიგონებდით. ალბათ, მე მოვიგონებ ხოლმე ზღაპრებს. ყველა ზღაპარი მისთვის მინდა, რომ ბედნიერად სრულდებოდეს. მინდა, ჩემი გამოგონილი ზღაპრები მოვუყვე. ცხოვრებისეულ მომენტებს მოვუყვები ხოლმე ზღაპრის სახით.“
მარია მელიქიშვილის თქმით, მისი და გიორგის სიყვარულის ისტორია ბავშვსაც შთააგონებს და ბევრ რამეს ასწავლის:
„ჩვენი სიყვარულის ისტორიიდან იმასაც გაიგებს თვითონ და ისწავლის, რომ ყველაფერი, რაც მშვენიერი ხდება ჩვენს ცხოვრებაში, ხდება შემთხვევითობის პრინციპით. როგორც კი ხელოვნურად გინდა, რომ ბედნიერება მოიტანო, მაშინვე უფასურდება. ჩვენს შემთხვევაში ყველაფერი იმდენად ბუნებრივად მოხდა, რომ ისიც იპოვის სიყვარულს, რომელიც მისთვის იქნება არა ხელოვნური, არა დადგმული, არამედ ბუნებრივი, რეალური და გულწრფელი.“
„ბავშვისთვის კომოდიც გვაქვს, კარადაც, მაგრამ ვერ მოვითმინეთ და სპეციალური საკიდი შევქმენით, რომელზეც მის ტანსაცმელს ვკიდებთ. ამას ვუყურებთ ხოლმე, ასე ვიძინებთ, ასე ვიღვიძებთ. ძალიან კარგ ხასიათზე ვართ,“ - აღნიშნულ საკითხზე წყვილმა ტელეკომპანია POSTV-ის გადაცემაში „სიკეთე მარტივია“ ისაუბრა.
წყარო: „სიკეთე მარტივია“
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge
-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)