Baby Bag

„ამასობაში ძალიან დაცხა და მინდა შემოგთავაზოთ შოკოლადის ნაყინის რეცეპტი, რომელიც ძალიან მარტივად მზადდება,“- ნუცა სურგულაძე

„ამასობაში ძალიან დაცხა და მინდა შემოგთავაზოთ შოკოლადის ნაყინის რეცეპტი, რომელიც ძალიან მარტივად მზადდება,“- ნუცა სურგულაძე

ნუცა სურგულაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ მაყურებელს შავი შოკოლადით მომზადებული ნაყინის რეცეპტი გააცნო:

„ამასობაში ძალიან დაცხა და მინდა შემოგთავაზოთ შოკოლადის ნაყინის რეცეპტი, რომელიც ძალიან მარტივად მზადდება. რა არის იმაზე იდეალური, როდესაც სახლის პირობებში შეგვიძლია ჩვენი უსაყვარლესი დესერტის მომზადება. ინგრედიენტები, რომლებიც დაგვჭირდება: კვერცხის გული, შაქარი, რძე, ნაღები, შოკოლადი და ხილი გემოვნებით მოსართავად. რძე ჩავასხათ ქვაბში. რძე უნდა იყოს ერთ ლიტრამდე. დავდგათ გაზქურაზე. შევურიოთ შოკოლადი მთლიანად, რათა შიგნით ჩადნეს. შოკოლადი უნდა იყოს დაახლოებით 400 გრამი. კვერცხის გული დაგვჭირდება 5 ცალი. კვერცხის გულებს შევურიოთ შაქარი. შაქარი შეგიძლიათ გემოვნებით დაამატოთ. კვერცხის გულები შაქართან ერთად ავთქვიფოთ. ასევე დაგვჭირდება 35%-იანი ნაღები, დაახლოებით 200 გრამი. ნაღებს ვამატებთ კვერცხის გულისა და შაქრის მასას. როდესაც რძე შოკოლადში ჩადნება, ყველაფერს ერთმანეთში ვურევთ.

მიღებული მასა გაციების შემდეგ უნდა მოვათავსოთ წინასწარ გაყინულ ნაყინის აპარატში და 20 წუთში მზად გვექნება უგემრიელესი ნაყინი. დავასერვიროთ ნაყინი და დავამატოთ სასურველი ხილი,“- აღნიშნა ნუცა სურგულაძემ.

წყარო: „დილა მშვიდობისა საქართველო“

შეიძლება დაინტერესდეთ

მარტივად მოსამზადებელი სადილის რეცეპტი

მარტივად მოსამზადებელი სადილის რეცეპტი

​​MomsEdu.ge​ პატარებისთვის სადილის რეცეპტს გთავაზობთ. 

დღეს პატარებს შეგიძლიათ, კარტოფილის და ქათმის პიურე მოუმზადოთ. 

საჭირო მასალა:

  • 200 გრ ქათმის ხორცი
  • 400 გრ კარტოფილი
  • თითო ღერი კამა და მწვანე ხახვი
  • რძე 
  • კარაქი


მომზადების წესი:

მოხარშეთ ქათმის ხორცი, კამა და მწვანე ხახვი. მოხარშვის შემდგომ დაამატეთ კარტოფილი, ადუღეთ კიდევ 30 წუთი და დაუმატეთ მწიკვი მარილი. 

მოხარშული ხორცი და კარტოფილი ერთად დააბლენდერეთ, დაუმატეთ რძე და ცოტა კარაქი.


წაიკითხეთ სრულად