Baby Bag

„ამასობაში ძალიან დაცხა და მინდა შემოგთავაზოთ შოკოლადის ნაყინის რეცეპტი, რომელიც ძალიან მარტივად მზადდება,“- ნუცა სურგულაძე

„ამასობაში ძალიან დაცხა და მინდა შემოგთავაზოთ შოკოლადის ნაყინის რეცეპტი, რომელიც ძალიან მარტივად მზადდება,“- ნუცა სურგულაძე

ნუცა სურგულაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ მაყურებელს შავი შოკოლადით მომზადებული ნაყინის რეცეპტი გააცნო:

„ამასობაში ძალიან დაცხა და მინდა შემოგთავაზოთ შოკოლადის ნაყინის რეცეპტი, რომელიც ძალიან მარტივად მზადდება. რა არის იმაზე იდეალური, როდესაც სახლის პირობებში შეგვიძლია ჩვენი უსაყვარლესი დესერტის მომზადება. ინგრედიენტები, რომლებიც დაგვჭირდება: კვერცხის გული, შაქარი, რძე, ნაღები, შოკოლადი და ხილი გემოვნებით მოსართავად. რძე ჩავასხათ ქვაბში. რძე უნდა იყოს ერთ ლიტრამდე. დავდგათ გაზქურაზე. შევურიოთ შოკოლადი მთლიანად, რათა შიგნით ჩადნეს. შოკოლადი უნდა იყოს დაახლოებით 400 გრამი. კვერცხის გული დაგვჭირდება 5 ცალი. კვერცხის გულებს შევურიოთ შაქარი. შაქარი შეგიძლიათ გემოვნებით დაამატოთ. კვერცხის გულები შაქართან ერთად ავთქვიფოთ. ასევე დაგვჭირდება 35%-იანი ნაღები, დაახლოებით 200 გრამი. ნაღებს ვამატებთ კვერცხის გულისა და შაქრის მასას. როდესაც რძე შოკოლადში ჩადნება, ყველაფერს ერთმანეთში ვურევთ.

მიღებული მასა გაციების შემდეგ უნდა მოვათავსოთ წინასწარ გაყინულ ნაყინის აპარატში და 20 წუთში მზად გვექნება უგემრიელესი ნაყინი. დავასერვიროთ ნაყინი და დავამატოთ სასურველი ხილი,“- აღნიშნა ნუცა სურგულაძემ.

წყარო: „დილა მშვიდობისა საქართველო“

შეიძლება დაინტერესდეთ

ჩიზქეიქი, რომლის მომზადება ყველაზე დაკავებულ და საქმიან ქალებსაც კი არ გაუჭირდებათ

ჩიზქეიქი, რომლის მომზადება ყველაზე დაკავებულ და საქმიან ქალებსაც კი არ გაუჭირდებათ
ნუცამ უმარტივესი და უგემრიელესი მარწყვის ცივი ჩიზქეიქი (გამოცხობის გარეშე) დალი ჩიტალაძესთან ერთად მოამზადა და რეცეპტი MomsEdu.ge-ს მკითხველსაც გაუმხილა. როგორც ნუცა აღნიშნავს, მის მოსამზადებლად დაახლოებით 20 წუთი დაგჭირდებათ. 

ჩიზქეიქის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
  • კრემ ყველი - 500 გრ. 
  • არაჟანი - 400 გრ. 
  • თეთრი შოკოლადი - 200 გრ.
  • შაქრის პუდრა  - 150 გრ.
  • კარაქი - 100 გრ.
  • ორცხობილა - 200 გრ.
  • მარწყვი
  • ლაიმი

მომზადების წესი იხილეთ ვიდეოში👇

წაიკითხეთ სრულად