ყავის ლიქიორის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
ყავა - 24 ჩაის კოვზი;
წყალი - 6 ჩაის ჭიქა;
შაქრის ფხვნილი - 5 ჩაის ჭიქა;
სპირტი - ჭიქანახევარი (ან ორი ჩაის ჭიქა მაგარი არაყი)
მომზადების წესი:
24 ჩაის კოვზი ნატურალური ყავა (შეიძლება ხსნადი ყავაც) მოვხარშოთ 6 ჩაის ჭიქა წყალში. ვხარშოთ 5 წუთი და დავდგათ რამდენიმე საათი, რომ კარგად გაცივდეს და დაილექოს. შემდეგ გავწუროთ ოთხ პირ დოლბანდში, დავამატოთ 5 ჭიქა შაქრის ფხვნილი და კიდევ წამოვადუღოთ; დავამატოთ ცოტა ვანილი, როცა გაცივდება, დავასხათ ჭიქანახევარი სპირტი ან ორი ჩაის ჭიქა მაგარი არაყი.