- კვერცხი - 10 ცალი;
- შაქარი - 10 ჭიქა;
- ფქვილი - 3 კგ; (გაცრილი)
- მარგარინი - 500 გრ;
- კარაქი - 400 გრ;
- რძე - 1 ლ; (ანადუღარი, თბილი)
- არაჟანი - 800 გრ;
- ზეთი - 1ჭიქა;
- ქიშმიში - 300 გრ; (ყვითელი)
- დროჟი - 4 ს.კ;
- მარილი - 1 ჩ.კ;
- ილი და მუსკატი - 1 ჩაის კოვზი;
- პასკის ფერი - 10 გრ;
- ვანილი - 6 ც;
- მწიკვი მიხაკი და დარიჩინი;
- კონიაკი - 1 ს.კ
საფუარის მომზადება:
დროჟი გავხსნათ ცოტა წყალში + თბილი რძე + გაცრილი ფქვილი. უნდა მივიღოთ თხელი მასა, შემდეგ ჩავდოთ დიდ ჭურჭელში და დაველოდოთ ამოსვლას.
ცომის მომზადების წესი:
ავთქვიფოთ 10 ცალი კვერცხი, დავამატოთ შაქარი და ცალკე გამდნარი მარგარინი და კარაქი, არაჟანი, რძე, საფუარი, მარილი, ვანილი, კონიაკი, სუნელები, ფქვილი (ცოტ-ცოტა), ზეთი (ნახევარი ჭიქა).
ცომი რომ ამოვა, ჩავზილოთ და შევურიოთ ქიშმიში და თანდათან დარჩენილი ნახევარი ჭიქა ზეთიც მოვასხათ. ცომი 2-3 ჯერ ჩავზილოთ, დავდგათ თბილ ადგილას იმისთვის, რომ კარგად ამოვიდეს.
პასკის ცხობა:
ყალიბებს წავუსვათ ზეთი. ცომი ჩავაწყოთ ნახევრამდე და დაველოდოთ ცოტა ხანი ამოსვლას, შემდეგ შევდგათ ღუმელში და 150 გრადუსამდე ვაცხოთ დაახლოებით 1 საათი. გამოცხობის შემდეგ ყალიბები დავდგათ ცივ წყალში დასველებულ ტილოზე, რომ ადვილად ამოვიღოთ ყალიბებიდან პასკები. გაგრილების შემდეგ ზემოთ შეგიძლიათ მოასხათ შავი ან თეთრი მინანქარი და მოაყაროთ შაქრის პუდრა.
გემრიელად მიირთვით.