Baby Bag

თუ თქვენი პატარა უკვე 8 თვისაა, შეგიძლიათ კვების რაციონში კურდღლის ხორცი ჩართოთ

თუ თქვენი პატარა უკვე 8 თვისაა, შეგიძლიათ კვების რაციონში კურდღლის ხორცი ჩართოთ

თუ თქვენი პატარა უკვე 8 თვისაა, შეგიძლიათ კვების რაციონში კურდღლის ხორცი ჩართოთ. 

​Moms.ge გთავაზობთ კურდღლის ხორცის წვნიანს. 

საჭირო მასალა:

  • 100 გრ. კურდღლის ხორცი 
  • 1 ც. (პატარა ზომის) სტაფილო
  • 1 ც. (პატარა ზომის) ხახვი
  • 1 ც. კარტოფილი
  • 1 ს.კ ბრინჯი
  • ოხრახუში


მოხარშეთ კურდღლის ხორცი, პირველი ადუღებული წყალი გადაღვარეთ და ჩაასხით ახალი. 

წვრილად დაჭრილი ხახვი, სტაფილო და კარტოფილი ჩაყარეთ და ადუღეთ კურდღლის ხორცთან ერთად ნელ ცეცხლზე. დაამატეთ ოხრახუში. 

კერძი მზადაა. გემრიელად მიირთვით.


შეიძლება დაინტერესდეთ

„ბავშვის კვების დროს ეკრანის გამოყენებით ჩვენ დათვურ სამსახურს ვუწევთ ბავშვის ქცევას,“- პედიატრი ინგა მამუჩიშვილი

„ბავშვის კვების დროს ეკრანის გამოყენებით ჩვენ დათვურ სამსახურს ვუწევთ ბავშვის ქცევას,“- პედიატრი ინგა მამუჩიშვილი

პედიატრმა ინგა მამუჩიშვილმა მშობლების მხრიდან ბავშვის გამოკვების მიზნით ეკრანის გამოყენების მავნე ჩვევაზე ისაუბრა. მისი თქმით, სჯობს ბავშვი გარკვეულ ეტაპზე მშიერი დარჩეს და საკვები მოგვიანებით მოითხოვოს, ვიდრე კვების პროცესში ეკრანი გამოვიყენოთ:

„მე ძალიან კარგად მესმის მშობლების, მესმის მათი დაკავებულობის ხარისხის, მაგრამ ყველას ვთხოვ და მოვუწოდებ, ორ წლამდე კატეგორიულად ავკრძალოთ ეკრანთან დამოკიდებულება. ბავშვს ლამაზად გავუფორმოთ საკვები, შევცვალოთ ჭურჭელი, დავალაგოთ მაგიდაზე სხვადასხვა ტიპის ფაფა, ბოსტნეული ლამაზად გაფორმებული.

მე მირჩევნია ხშირ შემთხვევაში ბავშვი იყოს იმ პერიოდისთვის მშიერი. ბავშვი დიდხანს მშიერი არ დარჩება. ის აუცილებლად შეჭამს. უბრალოდ ჩვენ გვინდა, რომ ამ დროს მივაწოდოთ სრული ულუფა და ამისთვის ვიყენებთ ყველანაირ წესს. ამით ჩვენ დათვურ სამსახურს ვუწევთ მის ქცევას და გამოვიწვევთ ქცევით დევიაციებს,“- მოცემულ საკითხზე ინგა მამუჩიშვილმა რადიო „იმედის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​რადიო „იმედი“

წაიკითხეთ სრულად