Baby Bag

კურდღლის ხორცი თუ დღემდე არ მიგიციათ პატარასთვის, შეგიძლიათ დღეიდან თამამად გაასინჯოთ

კურდღლის ხორცი თუ დღემდე არ მიგიციათ პატარასთვის, შეგიძლიათ დღეიდან თამამად გაასინჯოთ

პედიატრი ​თამარ ობგაიძე კურდღლის ხორცის სასარგებლო თვისებებეზე საუბრობს და მშობლებს გემრიელ რეცეპტსაც სთავაზობს. 

როგორც პედიატრი აღნიშნავს, კურდღლის ხორცის ცილოვანი შემადგენლობა უნიკალურია, შეიცავს ყველა შეუცველელ ამინომჟავას და რაც მთავარია, ადვილად შეითვისება პატარა ორგანიზმის მიერ. ცილა კი ორგანიზმის მთავარი საშენი მასალაა, რაც ბავშვს ზრდისა და განვითარებისათვის განსაკუთრებით სჭირდება. კურდღლის ხორცი სხვა სახის ხორცთან შედარებით ეკოლოგიურად სუფთაა

თამარ ობგაიძის თქმით, იმის გამო, რომ კურდღლის ხორცი არ შეიცავს ალერგიულ ნივთიერებებს, ყველაზე ალერგიულ პატარებსაც შეიძლება გაასინჯოთ.

კურდღლის ხორცი საუკეთესო ვარიანტია 6,5 - 7 თვის ასაკიდან.

„დასაწყისისათვის საკმარისია დღეში 50 გრ ხორცი, 10-11 თვისათვის კი 70 გრ-მდე შეგიძლიათ გაზარდოთ, ხოლო 1 წლის ზემოთ 80-100 გრამი ხორცი დღიურად სრულიად საკმარისია ბავშვის მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად,“ - აღნიშნავს თამარ ობგაიძე. 

კურდღლის ხორცის მომზადება ბრინჯთან ან ბოსტნეულთან ერთად შეგიძლიათ.

ექიმით რეკომენდაციით, კურდღლის ხორცი სჯობს მდუღარ წყალში ჩადოთ და ისე მოხარშოთ. ასე ის ყველა სასარგებლო ინგრედიენტს შეინარჩუნებს.

ურდღლის ხორცს მოხარშვისათვის 30-40 წთ სჭირდება. მისი დიდხანს ხარშვა სასარგებლო ნივთიერებების დაშლას და ხორცის სტრუქტურის შეცვლას გამოიწვევს - რეზინივით დრეკადი ხდება.

იხილეთ რეცეპტი, რომლითაც თქვენს პატარას გემრიელ სადილს მოუმზადებთ.

გუფთა ბრინჯით, ბოსტნეულით და ყველით 10 თვის ასაკიდან:

მასალა - ¼ ჭიქა გარჩეული, გარეცხილი ბრინჯი, 0,5 კგ გატარებული კურდღლის ხორცი, 1 ცალი გახეხილი სტაფილო და 2-3 ნაჭერი ყაბაყი, რამდენიმე ღერი ოხრახუში, 1 კვერცხის გული.

ბრიჯი მოამზადეთ ორთქლზე ბოსტნეულთან ერთად. ხორცი მოხარშეთ მწვანილთან ერთად და გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში. ფარში შეურიეთ მომზადებული ბრინჯისა და ბოსტნეულის მასას, დაამატეთ კვერცხის გული. გააკეთეთ მომცრო ზომის გუნდები. დაალაგეთ ცხიმწასმულ ტაფაზე, მოაყარეთ გახეხილი ყველი და შედგით ჰაერღუმელში.

გემრიელად მიირთვით 💜

შეიძლება დაინტერესდეთ

ხაჭოს მობრაწულა თაფლით, ხილითა და ქიშმიშით - დესერტი, რომელიც პატარებს 1 წლიდან შეგიძლიათ შესთავაზოთ

ხაჭოს მობრაწულა თაფლით, ხილითა და ქიშმიშით - დესერტი, რომელიც პატარებს 1 წლიდან შეგიძლიათ შესთავაზოთ

​პედიატრი თამარ ობგაიძე დედებს გემრიელ და სასარგებლო დესერტის რეცეპტს სთავაზობს. ხაჭოს მობრაწულა თაფლით, ხილითა და ქიშმიშით საკმაოდ მარტივი მოსამზადებელია. 

მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

  • ​700 გრ. უცხიმო ხაჭო
  • 3 ცალი კვერცხი
  • ვანილი
  • 70 გრ. ნატურალური თაფლი
  • 1 ბანანი
  • 1 მსხალი
  • 150 მლ. რძე
  • 100 გრ. მანანის ბურღული
  • 50 გრ. ქიშმიში


მომზადების წესი:

ათქვიფეთ კვერცხი, თაფლი და ვანილი, დაუმატეთ ხაჭო, წვრილად დაჭრილი ბანანი, მსხალი და ქიშმიში. 

გადაიტანეთ ცხიმწასმულ ფორმებში და გამოაცხვეთ 180 გრადუსზე. 

წაიკითხეთ სრულად