Baby Bag

მარტივად მოსამზადებელი სადილის რეცეპტი

მარტივად მოსამზადებელი სადილის რეცეპტი

​​MomsEdu.ge​ პატარებისთვის სადილის რეცეპტს გთავაზობთ. 

დღეს პატარებს შეგიძლიათ, კარტოფილის და ქათმის პიურე მოუმზადოთ. 

საჭირო მასალა:

  • 200 გრ ქათმის ხორცი
  • 400 გრ კარტოფილი
  • თითო ღერი კამა და მწვანე ხახვი
  • რძე 
  • კარაქი


მომზადების წესი:

მოხარშეთ ქათმის ხორცი, კამა და მწვანე ხახვი. მოხარშვის შემდგომ დაამატეთ კარტოფილი, ადუღეთ კიდევ 30 წუთი და დაუმატეთ მწიკვი მარილი. 

მოხარშული ხორცი და კარტოფილი ერთად დააბლენდერეთ, დაუმატეთ რძე და ცოტა კარაქი.


შეიძლება დაინტერესდეთ

ზამთარს ყველაზე მეტად ასეთი წვნიანი კერძი უხდება

ზამთარს ყველაზე მეტად ასეთი წვნიანი კერძი უხდება

​Moms.ge დღეს ლობიოს წვიანის რეცეპტს გთავაზობთ. 

მის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

  • ლობიო - 400 გრ.
  • ხახვი - 2 თავი
  • სტაფილო - 2 ც.
  • ბულგალური წიწაკა - 2 ც.
  • ნიახური
  • ქინძი
  • ნიორი - 3 კბილი, 
  • ზეთი 
  • შავი პილპილი 
  • ტომატის პასტა
  • მარილი გემოვნებით


​მომზადების წესი: 

მოხარშეთ ლობიო (აუცილებლად გადაღვარეთ პირველი ადუღებული წყალი). გახეხეთ სტაფილო, დაჭერით ბულგარული წვრილად და ხახვთან ერთად მოთუშეთ ზეთში, მოაყარეთ შავი პილპილი, მარილი. მოასხით ადუღებული წყალი და ხარშეთ დაბალ ცეცხლზე. დაუმატეთ ტომატის პასტა, მოხარშული ლობიო და ნიორი. განაგრძეთ ხარშვა დაბალ ცეცხლზე. სუფრაზე გატანის წინ მოაყარეთ ქინძი და ნიახური. 

გემრიელად მიირთვით 

წაიკითხეთ სრულად