ავოკადო ძალიან სასარგებლო პროდუქტია. მასში უჯერი ცხიმოვანი მჟავები, დაახლოებით 20 ვიტამინი და მინერალური ნივთიერებაა.
მისი მიცემა პატარებისთვის 6 თვიდან შეგიძლიათ, მომზადება კი საკმაოდ მარტივია.
პიურე, რომელსაც ავოკადოსგან მოამზადებთ შედგება ავოკადოსგან, ბანანისა და რძისგან (დედის ან ადაპტირებული).
მომზადების წესი:
აიღეთ მწიფე ბანანი და ავოკადო. დააბლენდერეთ, შეურიეთ დედის რძე ან ადაპტირებული ნარევი და პიურე შესთავაზეთ პატარას.
გემრიელად მიირთვით ☺