Baby Bag

რა შეიძლება მოუმზადოთ პატარას სტაფილოთი და ბრინჯით? - ნახეთ უმარტივესი რეცეპტი

რა შეიძლება მოუმზადოთ პატარას სტაფილოთი და ბრინჯით? - ნახეთ უმარტივესი რეცეპტი

არ იცით ​რა შეიძლება მოუმზადოთ პატარას სტაფილოთი და ბრინჯით? - ​Moms.ge გთავაზობთ მარტივი სუპ-პიურეს რეცეპტს, რომელიც ვიტამინებითაა სავსე და თქვენს პატარას 6 თვიდან შეგიძლიათ მისცეთ. 

მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

  • სტაფილო - 200 გრ. 
  • ბრინჯი - 40 გრ. 
  • რძე - 100 მლ.

მომზადების წესი:

სტაფილოს ​აუცილებლად გამოაცალეთ გული და ისე მოხარშეთ, ​დაუმატეთ იმავე ქვაბში ბრინჯი და განაგრძეთ ხარშვა (ხარშეთ დაახლოებით 40 წუთი). მოხარშული ბრინჯი და სტაფილო დაჭყლიტეთ ან დააბლენდერეთ, დაამატეთ რძე და წამოადუღეთ (დაახლოებით 3 წუთით). მარილი სურვილისამებრ შეგიძლიათ გაუკეთოთ.

გემრიელად მიირთვით 😊


შეიძლება დაინტერესდეთ

ეს დიეტა დღეში ერთ კილოს დაგაკლებინებთ - ტელეწამყვანი ნინო ბარათაშვილი

ეს დიეტა დღეში ერთ კილოს დაგაკლებინებთ - ტელეწამყვანი ნინო ბარათაშვილი

ტელეწამყვანმა ნინო ბარათაშვილმა ვარსკვლავური დიეტა გაგვაცნო, რომელიც ერთ დღეში ერთი კილოს დაკლებაში დაგეხმარებათ:

„ეს არის ვარკვლავური დიეტა, რომელიც დღეში ერთ კილოს გაკლებინებთ. ამ დიეტის დაცვა ორ დღეზე მეტხანს არ არის რეკომენდებული. რაში მდგომარეობს დიეტის მთელი არსი? ვიღებთ ლიტრ-ნახევარ რძეს. რძე უნდა იყოს აუცილებლად 2,5%-მდე. ამ დიეტის მთელი საიდუმლო ეს არის. ვიღებთ ასევე მწვანე ჩაის. ერთ ჭიქა რძეზე ერთი შეფუთვა მწვანე ჩაი არის საჭირო. თქვენ შეგიძლიათ თავისუფლად გამოიყენოთ სამი-ოთხი ჩაის კოვზი ფოთლოვანი მწვანე ჩაი.“

ნინო ბარათაშვილის თქმით, რძე ბოლომდე არ უნდა ადუღდეს:

„რძე უნდა შეათბოთ, უნდა მიიყვანოთ წამოდუღებამდე, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა აადუღოთ. დღის მანძილზე აუცილებლად უნდა მიიღოთ ლიტრ-ნახევარი რძე მწვანე ჩაისთან ერთად. თუ არ გინდათ, რომ წამოადუღოთ რძე და უფრო გრილ ვერსიას ანიჭებთ უპირატესობას, შეათბეთ ეს რძე, წამოდუღებამდე მიიყვანეთ, შემდეგ 20 წუთი გააგრილეთ. საჭმელს არავითარ შემთხვევაში არ ვჭამთ, მაგრამ აუცილებელი პირობაა, რომ დალიოთ ორი ლიტრი წყალი.“

„ერთი დღე ხართ მარტო ამ რძეზე და ორ ლიტრ წყალზე. ეს არის შოკი ორგანიზმისთვის. რძე არის მეტაბოლიზმისთვის აუცილებელი პროდუქტი, მას ემატება მწვანე ჩაი, რომელიც ცხიმებს წვავს და სითხეს გამოდევნის ორგანიზმიდან,“ - აღნიშნულ საკითხზე ნინო ბარათაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „დღის შოუ“ ისაუბრა.

წყარო: ​ „დღის შოუ“

წაიკითხეთ სრულად