Baby Bag

ხაჭოს ნამცხვარი - საუკეთესო „სასუსნავი“ თქვენი შვილებისთვის

ხაჭოს ნამცხვარი - საუკეთესო „სასუსნავი“ თქვენი შვილებისთვის

​უგემრიელესი და მარტივი ხაჭოს ნამცხვრის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

  • ხაჭო - 500 გრ.
  • არაჟანი - 400 გრ.
  • კვერცხის გული - 6 ცალი
  • შაქარი - 2,5 ჭიქა
  • ფქვილი - 6 ჭიქა (ან მეტი)
  • გამაფხვიერებელი - 1 ჩ.კ 
  • მწიკვი მარილი
  • ვანილი


მომზადების წესი კი საკმაოდ მარტივია:

ხაჭო, არაჟანი და შაქარი (ზემოთ მითითებული დოზებით) დავუმატოთ ერთმანეთს. ნელ-ნელა შევურიოთ კვერცხის გულები. კარგად ავურიოთ და მიღებულ მასას დავუმატოთ ვანილი, გამაფხვიერებელი, მწიკვი მარილი და ფქვილი. 

ცომი მაცივარში უნდა შედგათ დაახლოებით 40-45 წუთი. შემდეგ გამოიღეთ, გააკეთეთ ცომისგან სასურველი ფორმები და შედგით წინასწარ გახურებულ ღუმელში. ღუმელი დააყენეთ 130 გრადუსზე და აცხვეთ 30 წუთის განმავლობაში, სანამ ზედაპირი არ მოიბრაწება. 

გემრიელად მიირთვით 😊


შეიძლება დაინტერესდეთ

ამ კერძს ტაფაზე დაწყობილ აჯაფსანდალს ეძახიან - მსგავსი აქამდე გასინჯული არ გექნებათ

ამ კერძს ტაფაზე დაწყობილ აჯაფსანდალს ეძახიან - მსგავსი აქამდე გასინჯული არ გექნებათ

ტაფაზე დაწყობილი აჯაფსანდალის რეცეპტს ​MomsEdu.ge-ს ერთგული მკითხველი გვიზიარებს. კერძის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

  • ბადრიჯანი
  • პომიდორი
  • სტაფილო
  • კარტოფილი
  • წითელი ბულგალური წიწაკა
  • სულუგუნი
  • ხახვი
  • ნიორი
  • ზეთი
  • მწვანილები
  • მაიონეზი

გათალეთ ბადრიჯანი, დაჭერით მრგვალად და დაამარილეთ. ცოტა ხნის შემდეგ გარეცხეთ დამარილებული ბადრიჯანი, გაწურეთ და დაალაგეთ ერთ ფენად გამოსაცხობ ტაფაზე. ზემოდან მჭიდროდ დაალაგეთ მრგვალად გაჭრილი პომიდორი, კიდევ ერთ ფენად დაჭრილი ხახვი და ასე ფენა-ფენად დაჭრილი სტაფილო, კარტოფილი და სულუგუნი. ბოლო ფენად გამოიყენეთ დაჭრილი, წითელი ბულგალური წიწაკა. მოასხით ცოტაოდენი ზეთი და შედგით ღუმელში. კერძის გამოტანამდე სამი წუთით ადრე მოაყარეთ მწვანილები და ნიორი, მაიონეზი სურვილისამებრ.

გემრიელად მიირთვით!

წაიკითხეთ სრულად