როგორ უნდა გააკეთოთ შუ, რომ თქვენც ზუსტად ასეთივე გამოგივიდეთ? - MomsEdu.ge-ს ერთგული მკითხველი შუს რეცეპტს გთავაზობთ.
შუს კრემისთვის საჭიროა:
- 3 კვერცხი (კვერცხის გული)
- ლიმონის ცედრა
- 1 ლ. რძე
- 5 ს.კ კოვზი ფქვილი
- 300 გრ. შაქარი
- 15 გრ. ვანილი
- 200 გრ. კარაქი
შუს ცომისთვის საჭიროა:
- 7 კვერცხი
- 0.5 ლ წყალი
- 200 გრ. კარაქი
- 400 გრ. ფქვილი
- ვანილი
- მარილი
მომზადების წესი:
როგორ მზადდება კრემი:
1 ლიტრ შემთბარ რძეში ჩავყაროთ 150 გრ შაქარი. ცალკე 3 კვერცხის გულს დავუმატოთ 150 გრ. შაქარი და მიქსერით მოვურევთ, დავუმატოთ 5 ს.კ ფქვილი, კარგად ავურიოთ და აღნიშული მასა ჩავამატოთ შემთბარ რძეში, გავაგრძელოთ მიქსერით მორევა, სანამ ეს კრემი გაცივდება. 200 გრამი კარაქი ლიმონის ცედრა და ვანილი უნდა ავთქვიფოთ მიქსერით და მიღებული მასა დავამატოთ კრემს, ვურიოთ 20 წუთის განმავლობაში.
როგორ მზადდება ცომი:
200 გრ. კარაქს, მარილს, წყალს და ვანილს დავგამთ დაბალ გაზზე და წამოვადუღებთ. წამოდუღების შემდეგ ვამატებთ 400 გრ. ფქვილს და ვურევთ მანამ სანამ მასა არ შეიკვრება, ერთგვაროვანი არ გახდება და ცომი კარგად არ გამოშრება. კარგად გაციებულ ცომს დავამატებთ 7 კვერცხს და ვურევთ მიქსერით მანამ, სანამ ცომი კარგად არ შეიკვრება და არ გახდება წებოვანი. მიღებულ მასას ვანაწილებთ ფქვილმოყრილ ტაფაზე და ვაცხობთ 180 გრადუსზე 25 წუთის განმავლობაში.
ბოლოს, შუს ამოვავსებთ გამზადებული კრემით.
გემრიელად მიირთვით და არ დაგავიწყდეთ!!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)