- ნინამ (დედაჩემმა) გადაწყვიტა, ფრანგულ სკოლაში შევეყვანეთ მე და ანა (ჩემი და). ამან განაპირობა ის, რომ სკოლა საფრანგეთში დავამთავრე და თან საფრანგეთი ითვლება კულინარიის მექად. კულინარია სულ მინდოდა, მამამ მთხოვა, ჯერ სადმე ისწავლე და მერე გადადი კულინარიაშიო, დედამ მითხრა, რაც შენს გულს უნდა, ის გააკეთეო - მეც პირდაპირ კულინარიულ სასწავლებელში ჩავაბარე.
გორდონ რამზის გაცნობა საერთოდ ჰოლივუდური ფილმის სცენა იყო. გრანდ-ოტელში იყო დიდი წვეულება, გამოპრანჭული ხალხი საბანკეტო დარბაზში იყო შეკრებილი და გორდონ რამზი სცენიდან მათ სიტყვით მიმართავდა. მე გამოვედი სამზარეულოდან (რაც სასტიკად იყო აკრძალული), შევედი ამ დარბაზში, მივწიე-მოვწიე ხალხი და სცენასთან მივედი, ვიღაცები მანიშნებდნენ, რომ ეს აკრძალული იყო. ამ დროს სცენიდან შემამჩნია გორდონ რამზიმ და მანიშნა, ამოდიო. თავი სიზმარში მეგონა. მკითხა, რა იყო ჩემი მთავარი მოტივაცია და მე ვუპასუხე, რომ მეც მინდოდა ვყოფილიყავი ნომერ პირველი შეფი მსოფლიოში. მან ძალიან თბილად მიიღო ეს და მითხრა, რომ ძალიან გამბედავი და ძლიერი ვიყავი, ქუდზე წამიწერა: Bravo Love G.R.
- „მასტერშეფზეც“ რომ გვესაუბროთ. Რა შეცვალა ამ პროექტმა თქვენს ცხოვრებაში?
- მივდიოდი იტალიაში სასწავლებლად და დაიწყო მსოფლიო პანდემია. თუმცა ტურბულენტური გარემო არ მაშინებს, მაქვს ადგილობრივი კოლაბორაციები.
- აუცილებლად გვინდა ამ ვლოგის გამრავალფეროვნება, რუბრიკების, საინტერესო გათამაშებების დამატება. ჩვენი საყვარელი ვიდეობლოგი შეიძლება სულ მალე სატელევიზიო ეთერშიც იხილოთ და კიდევ უფრო სანახაობრივი გახდება. საინტერესო სტუმრებს ვიწვევთ. გვინდა, მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ ხალხს ჯანსაღი კვების პრინციპებზე.
- მე ძალიან მწყდება გული, რომ სკოლებში არ გვასწავლიდნენ, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს კვებას, ნივთიერებებს, მიკროელემენტებს და ვიტამინებს. ამ კულტურის დანერგვა მინდა და ვინაიდან მე ბევრი ბავშვი და მოზარდი მიყურებს, ვფიქრობ, სწორი ჩვევების ჩამოყალიბებაში დავეხმარები მათ.
- ნაყინი, ნაყინი და ნაყინი.
- ძალიან მიყვარს ხმელთაშუაზღვისპირეთის სამზარეულო, ის ჯანსაღია და გემრიელი.
- ყოველთვის ყველაფერს ვსინჯავ. ბოლოს პარიზში როცა ვმუშაობდი, დასვენების დღეებში აუცილებლად ვსტუმრობდი ახალ რესტორნებს და ბოლო ფულით ახალ გემოს ვსინჯავდი, სხვანაირად ჩემს პროფესიაში ვერ გაიზრდები. მგონია, ყველაფრის გასინჯვას შევძლებ, რომ ვიცოდე, რა არის. ეგზოტიკურია ჩემთვის ყველა რეცეპტორზე ერთდროულად ზემოქმედება, მაგალითად, როდესაც ერთ ლუკმაშია ბევრი გემო: ტკბილი, მლაშე, ცხარე, მჟავე, უმამი. ეს დადებითად ზემოქმედებს ადამიანის განწყობაზე, ამ დროს გამოიყოფა ბედნიერების ჰორმონები და ადრენალინი. ასეთი საკვები ენერგიასაც გმატებს და მოტივაციასაც.
- ნინა არის ჩემი ყველაზე ახლო ადამიანი, ის სულ გვერდით მიდგას და სულ მიჭერს მხარს, ჩემს გადაწყვეტილებებში არასოდეს ერევა, მაგრამ კარგ რჩევას სულ მაძლევს. „მასტერშეფში“ მონაწილეობა იყო ჩემი სურვილი და გადაწყვეტილება, ნინას კი სჯეროდა, რომ მე გავიმარჯვებდი და ძალიან მეხმარებოდა მისი ეს რწმენა. როდესაც იცი, რომ შენი უპირობოდ სჯერათ, ამ დროს უძლიერესი ხდები. ნინა ძალიან წარმატებულია თავის პროფესიაში, ის არის პიარის სპეციალისტი. სულ იმაზე ხუმრობს, რომ 15 წელი ეკრანზეა და ხან რის ანალიზს აკეთებს და ხან რის რჩევას იძლევა, მაგრამ ნუცასთან ერთად გაკეთებულმა წვნიანმა გამხადა ცნობილიო.
- ერთად თუ ამზადებთ კერძებს?
- ნინამ ჩემთან ერთად დაიწყო მზადება, ძალიან სერიოზულად მიუდგა საკითხს და უგემრიელესი კერძებიც გამოსდის, გემოებს ახამებს ინტუიციის დონეზე და საოცრად კარგადაც, სუნელების დედოფალს ვეძახი.