„2022 წლისკენ ჩვენ შეიძლება კოვიდი აღარც ვახსენოთ ისე აქტიურად, როგორც ხდება ხოლმე ჩვენს ყოველდღიურობაში. ჯერჯერობით რაც ვიცით, იმას გაგიზიარებთ. სამხეთ აფრიკაში ომიკრონის ტალღა თითქოს მაღალია, მაგრამ დააკვირდით სიკვდილობას. ჯერჯერობით ძალიან დაბალი მაჩვენებელია. სიკვდილობა ამ ვარიანტისთვის დამახასიათებლად არ ჩანს.“
გიორგი ღოღობერიძის თქმით, ომიკრონი ქსოვილებში ღრმად ნაკლებად აღწევს:
„ომიკრონი 70-ჯერ უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე წინა ვარიანტი, მაგრამ ქსოვილებში ღრმად ნაკლებად აღწევს. ის მეტად აზიანებს ცხვირის ღრუს, ხახას, ხორხს, ტრაქეას, ბრონქებს, მაგრამ რომ გითხრათ უშუალოდ ფილტვებს აზიანებს-მეთქი, ნაკლებად. მისთვის უფრო დამახასიათებელია რინიტი, ტრაქეიტი, ბრონქიტი, მაგრამ ნაკლებად ახლავს პნევმონია. ეს იმას ნიშნავს, რომ ასეთ ადამიანებს უფრო მეტად აწუხებთ გაციების ნიშნები. სუნთქვის უკმარისობა მას ნაკლებად ახლავს.“
„ნელ-ნელა ეს დაავადება მიემსგავსა გაციებას. ეს ჩვენთვის კარგია,“- აღნიშნავს გიორგი ღოღობერიძე.