Baby Bag

„ეს არის ვირუსის განსაკუთრებული სახეობა, რომელიც აზიანებს ადრეული ასაკის ბავშვებს... წელს ამ ვირუსის პიკი გვაქვს,“ - პედიატრი ივანე ჩხაიძე

„ეს არის ვირუსის განსაკუთრებული სახეობა, რომელიც აზიანებს ადრეული ასაკის ბავშვებს... წელს ამ ვირუსის პიკი გვაქვს,“ - პედიატრი ივანე ჩხაიძე

პედიატრმა ივანე ჩხაიძემ საქართველოში გრიპისა და რესპირატორულ-სინციტიური ვირუსის შემთხვევების ზრდის შესახებ ისაუბრა:

„შარშანდელთან შედარებით წელს გაცილებით მეტია გრიპის ვირუსი, რაც მოსალოდნელი იყო. როდესაც ჩენ ვლაპარაკობდით ტვინდემიაზე, სწორედ ეს გვქონდა მხედველობაში. ტრადიციულად დეკემბერი-იანვარია საქართველოში ამ ვირუსების რაოდენობის მატების პერიოდი. მოსალოდნელია, რომ იანვარში ამ ვირუსების მატება ისევ გაგრძელდება.“

„ერთი, რაც შემიძლია გითხრათ, ოღონდ ეს მარტო ბავშვებს ეხება. წელს არის ყველაზე მეტი რაოდენობით რესპირატორულ-სინციტიური ვირუსი. ეს არის ვირუსის განსაკუთრებული სახეობა, რომელიც აზიანებს ადრეული ასაკის ბავშვებს და იწვევს წვრილი ბრონქიოლების ანთებას, იმდენად მძიმე ანთებას, რომ ამ ბავშვებს სჭირდებათ ჟანგბადის მიწოდება, ინტენსიური თერაპია. ყოველდღიურად ორი-სამი ბავშვი მომართავს კლინიკას. იყო პერიოდი, რომ შვიდი ბავშვი შემოდიოდა ამ ვირუსით. წელს რესპირატორულ-სინციტიური ვირუსის პიკი გვაქვს, რაც ასევე დაფიქსირდა მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაშიც,“ - აღნიშნულ საკითხზე ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა.

წყარო: ​„მედიაცენტრი მთავარი“

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)

„ომიკრონით ინფიცირებისგან კატეგორიულად ვერ გვიცავს ვერც ფაიზერი და ვერც ნებისმიერი სხვა ვა...
​იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, იაშვილის საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, პროფესორმა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ ომიკრონის შტამის წინააღმდეგ ვაქცინების ეფექტ...

შეიძლება დაინტერესდეთ

რომელი ხილი რა რაოდენობის შაქარს შეიცავს?

რომელი ხილი რა რაოდენობის შაქარს შეიცავს?
რომელი ხილი რა რაოდენობის შაქარს შეიცავს? - ამ თემაზე გაეცანით ექიმ ზაზა თელიას პოსტს.

„​რომელ ხილშია შაქარი მეტი რაოდენობით?

მაღალი შემცველობით:
1. ერთი მანგო - 45 გრამი შაქარი
2. 1 ჭიქა (ანუ 128 გრამი) ყურძენი - 23 გრამი შაქარი
3. 1 ჭიქა ბალი - 18 გრამი შაქარი
4. 1 საშუალო ზომის მსხალი - 17 გრამი შაქარი
5. 1 საშუალო ზომის საზამთროს ნაჭერი - 17 გრამი
6. 1 საშუალო ზომის ბანანი - 14 გრამი შაქარი

დაბალი შემცველობით:
7. 1 ჭიქა მარწყვი - 7 გრამი შაქარი
8. 1 ცალი ავოკადო - 0.5 გრამი შაქარი
9. 1 ჭიქა ჟოლო - 5 გრამი შაქარი
10. ნახევარი, გაჭრილი (64 გრამი) ვაშლი - 5.7 გრამი შაქარი
11. გაჭრილი ფორთოხალი - 8.4 გრამი
12. ნახევარი ჭიქა მაყვალი - 3.5 გრამი შაქარი
13. გაჭრილი კივი - 8.1 გრამი შაქარი

​​RDA-ის მიხედვით დღიური ნახშირწყლების მიღების ნორმა ორივე სქესის, არასპორტსმენი, ჯანმრთელი, ნორმალური წონის (BMI - 18-24.9) ადამიანისთვის არის - 130 გრამი დღეში,“ - წერს ზაზა თელია.

წაიკითხეთ სრულად