Baby Bag

„ნოემბერ-დეკემბერში საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების ციფრები ისრაელთან შედარებით ათჯერ მეტია,“ - ანესთეზიოლოგი ირაკლი კილაძე

„ნოემბერ-დეკემბერში საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების ციფრები ისრაელთან შედარებით ათჯერ მეტია,“ - ანესთეზიოლოგი ირაკლი კილაძე

ისრაელში მოღვაწე ქართველმა ანესთეზიოლოგმა ირაკლი კილაძემ ომიკრონის შტამის წინააღმდეგ ვაქცინების ბუსტერ დოზების ეფექტიანობის შესახებ ისაუბრა:

„ომიკრონის მუტაციამ ძალიან არია ისედაც რთული ვითარება. ალბათ, მეოთხე ვაქცინა დაგვჭირდება. კითხვა არის როდის? მე აგვისტოში გავიკეთე ვაქცინის ბუსტერ დოზა. იანვრის ბოლოს მიწევს გაკეთება.“

ირაკლი კილაძის თქმით, ისრაელი ომიკრონს მესამე ვაქცინაციით დახვდა, რამაც დადებითი შედეგი გამოიღო:

​ისრაელი ომიკრონს დახვდა მესამე ვაქცინაციით. ხუთ მილიონზე მეტ ადამიანს უკვე გაკეთებული აქვს მესამე აცრა. ნოემბერში ისრაელში გარდაიცვალა 190 პაციენტი, დეკემბერში - 144. იგივე მონაცემები რომ შევადაროთ საქართველოში, ციფრები არის ათჯერ მეტი. ბუსტერ დოზა გვიცავს სიკვდილიანობისგან.“

„ისრაელში 5-11 წლამდე ბავშვებშიც აქტიურად მიდის ვაქცინაცია. აქ ყველა შეზღუდვა მოიხსნა. ისევ გაიხსნა კორონას განყოფილებები, რომლებიც დაკეტილი იყო,“ - აღნიშნულ საკითხზე ირაკლი კილაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო:​ „იმედის დღე“

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)

„ომიკრონის შტამისთვის დამახასიათებელია 5 ძირითადი სიმპტომი...“ - ინფექციონისტი მაია ბუწაშვ...
​ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც ომიკრონის შტამისთვის დამახასიათებელ ძირითად სიმპტომებზე ისაუბრა:„​რამდენიმე ინფორმაცია ომიკრონის შტამთან დაკავშირებით (...