Baby Bag

„ბრიტანეთი შემთხვევით არაფერს აკეთებს, მათი წყალი გადმოგვსხმოდეს,“- ბიძინა კულუმბეგოვი ინგლისში შეზღუდვების მოხსნაზე

„ბრიტანეთი შემთხვევით არაფერს აკეთებს, მათი წყალი გადმოგვსხმოდეს,“- ბიძინა კულუმბეგოვი ინგლისში შეზღუდვების მოხსნაზე

ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა ინგლისში მომავალი კვირიდან შეზღუდვების გაუქმების შესახებ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა:

„ინგლისი მომავალი კვირიდან კოვიდის მართვის გეგმა B -ზე გადადის, რაც გულისხმობს:

- დახურულ სივრცეში სავალდებულო ნიღბების ტარების გაუქმებას;

- დისტანციური მუშაობის მოწოდების გაუქმებას;

- კოვიდ პასპორტის სავალდებულოობის გაუქმებას, ამ რეგულაციის მხოლოდ კერძო ორგანიზაციების პრეროგატივად დატოვებას.

პ.ს. ბრიტანეთი შემთხვევით არაფერს აკეთებს, მათი წყალი გადმოგვსხმოდეს. შეხსენებისთვის, ესაა ქვეყანა სადაც მოსახლეობის 90.7% ერთი დოზით აცრილია, 83.5% ორი დოზით აცრილია, ბუსტერული დოზით 63.7% აცრილია,“- აღნიშნავს ბიძინა კულუმბეგოვი.

შეიძლება დაინტერესდეთ

როგორ გავისინჯოთ წნევა სწორად

როგორ გავისინჯოთ წნევა სწორად

არტერიული წნევის გასინჯვას თავისი წესები აქვს. თუ ჩვენ ამ წესებს არ დავიცავთ შეიძლება, არაზუსტი შედეგი მივიღოთ. 

როგორ უნდა გვისინჯოთ წნევა წესების ზუსტი დაცვით, იხილეთ ვიდეოში. 

იხილეთ ასევე:

ინსულტის 4 ძირითადი სიმპტომი, რომელიც არ უნდა გამოგეპაროთ

წაიკითხეთ სრულად