Baby Bag

,,ბოროტებაზე გამარჯვების სუნი პირველად დადგა. მალე ვიზეიმებთ სულ სხვა მსოფლიოს''

,,ბოროტებაზე გამარჯვების სუნი პირველად დადგა. მალე ვიზეიმებთ სულ სხვა მსოფლიოს''
,,რას ვფიქრობ და ბედნიერი ვარ, რომ ამ ისტორიულ მომენტს ჩემი თვალით ვხედავ და ყველა გრძნობით ვგრძნობ. აუცილებლად უნდა მეცოცხლა ამ დღემდე, რომ მათთვის, ვისაც ამ დღის სჯეროდა და შეაკვდა მაშინ, როცა მხოლოდ უმდიდრესი ფანტაზია მხოლოდ ყველაზე გიჟებს წარმოადგენინებდა გამარჯვების მცირე დაშვებასაც კი, ან კიდევ უფრო - ვერც წარმოედგინა და მაინც კვდებოდა თავისუფლებისთვის, თავის ქვეყნისთვის, თავის და სხვისი შვილების მომავლისთვის, ამეძახა ზევით, ანათებთ ხომ ვარსკვლავებად, ხომ ხარობს თქვენი სულები, სადაც ხართ, მეგობრებო, უბნელებო, ბავშვობის შეყვარებულებო, ცხრა აპრილის გიჟებო, მამია, ჟიული, გურამ და ყველა თქვენც, ვინც ომში გადარჩით, მაგრამ მერე წახვედით და ეს ოცნება თან გაიყოლეთ. და თქვენ, ვეტერანებო, ცოცხლებო, ვისაც მახინჯი პატარა კადიროვუშკები ნიშანს გიგებდნენ, უაზროდ იბრძოდითო, ახლა ხომ გრძნობთ თქვენს სიდიადეს?

წინ კიდევ გრძელი და რთული გზაა, მაგრამ ბოროტებაზე გამარჯვების სუნი პირველად დადგა. მალე ვიზეიმებთ სულ სხვა მსოფლიოს.'' 

ავტორი: ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე 

შეიძლება დაინტერესდეთ

„მოზარდი ხშირად არაფუმფულური, არამედ პირიქით, აგრესიული ქცევით ყურადღების მიქცევას ცდილობს და არ შეიძლება, მიიღოს ამხელა ყურადღება და გახდეს პოპულარული ასეთი საქციელით“

„მოზარდი ხშირად არაფუმფულური, არამედ პირიქით, აგრესიული ქცევით ყურადღების მიქცევას ცდილობს და არ შეიძლება, მიიღოს ამხელა ყურადღება და გახდეს პოპულარული ასეთი საქციელით“

აღნიშნულის შესახებ სოციალურ ქსელში ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე წერს

წაიკითხეთ სრულად