Baby Bag

„1 მარტიდან ძალაში შევიდა ონლაინ სათამაშო ბიზნესის გამკაცრებული რეგულაციები,“- ირაკლი ღარიბაშვილი ონლაინ კაზინოების რეკლამის აკრძალვაზე

„1 მარტიდან ძალაში შევიდა ონლაინ სათამაშო ბიზნესის გამკაცრებული რეგულაციები,“- ირაკლი ღარიბაშვილი ონლაინ კაზინოების რეკლამის აკრძალვაზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალურ Facebook გვერდზე განცხადება გამოქვეყნდა, რომელშიც ირაკლი ღარიბაშვილი დღეიდან ონლაინ კაზინოების აკრძალვის შესახებ საუბრობს:

„ონლაინ კაზინოები ჩვენი მოსახლეობისთვის ერთ-ერთი დიდი პრობლემა იყო. უამრავი ადამიანი - არასრულწლოვანი, ახალგაზრდა, სოციალურად დაუცველი პირები იყვნენ დამოკიდებულნი ონლაინ თამაშებზე. ყოველწლიურად ჩვენი მოსახლეობის ფული - 1,5 მილიარდი ლარი იხარჯებოდა ონლაინ კაზინოებში.

1 მარტიდან ძალაში შევიდა ონლაინ სათამაშო ბიზნესის გამკაცრებული რეგულაციები. დღეიდან აიკრძალა აზარტული თამაშების რეკლამა. შეიზღუდა წვდომა ონლაინ თამაშებზე და ონლაინ კაზინოებით ვეღარ ისარგებლებენ 25 წლამდე საქართველოს მოქალაქეები, სოციალურად დაუცველი პირები, საჯარო მოხელეები და აკრძალულ პირთა სიაში შეყვანილი პირები. ჯამში შეზღუდვები 1 მილიონამდე მოქალაქეს შეეხება. ასევე, პროვაიდერებს აეკრძალათ უცხოური სათამაშო ბიზნესის სასარგებლოდ მომხმარებლების მიერ გადახდების განხორციელება.

კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს პარლამენტს და თითოეულ მოქალაქეს, რომელმაც მხარი დაუჭირა ჩემს ინიციატივას,“- წერს ირაკლი ღარიბაშვილი

შეიძლება დაინტერესდეთ

სპორცმენი თუ სპორტსმენი? - ამ შეცდომას ბოლო პერიოდში განსაკუთრებით ბევრი უშვებს

სპორცმენი თუ სპორტსმენი? - ამ შეცდომას ბოლო პერიოდში განსაკუთრებით ბევრი უშვებს

ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმე ყველასთვის ცნობილია. ყოფილი მეუღლე მას ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. როგორც ჩოგბურთელმა განაცხადა, არ აპირებს საჯარო დისკუსიაში შევიდეს ყოფილ მეუღლესთან და ამტკიცოს ის, რაც ნამდვილად არ ყოფილა - აღიშნულის შესახებ განცხადება მან გუშინ გააკეთა.

როგორც ბასილაშვილის ყოფილი მეუღლე ამტკიცებს, მასზე მამათილმაც იძალადა, როდესაც მას და მის შვილს დიდტარიანი საგნით გამოეკიდა. 

გამომდინარე აქედან, ბოლო პერიოდში ხშირად ისმის სიტყვები სპორცმენი და სპორტსმენი. 

რომელია სწორი ფორმა? - სწორი ფორმაა სპორტსმენი (პირი, რომელიც სისტემატურად მისდევს სპორტს). 

წაიკითხეთ სრულად