Baby Bag

ცნობილმა უკრაინელმა მსახიობმა პაშა ლიმ 9 ბავშვი სიკვდილისგან იხსნა, თავად კი გმირულად დაიღუპა

ცნობილმა უკრაინელმა მსახიობმა პაშა ლიმ 9 ბავშვი სიკვდილისგან იხსნა, თავად კი გმირულად დაიღუპა

ცნობილი უკრაინელი მსახიობი და ტელეწამყვანი პაშა ლი 6 მარტს ირპენში ტრაგიკულად დაიღუპა. ცნობილმა მომღერალმა კამალიამ ინსტაგრამზე პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც პაშა ლის ტრაგიკული დაღუპვის შესახებ ისაუბრა.

„ჩემი მოდერატორი დიმა პაშასთან ერთად მსახურობდა ბატალიონში. მან ზურგის, ფეხისა და მუცლის არეში მძიმე ჭრილობები მიიღო. ორივე მაშინ დაიჭრა, როდესაც ირპენში ალმოდებული სახლიდან ბავშვების ევაკუაცია მიმდინარეობდა. პაშამ და დიმამ თავიანთი ჯავშანჟილეტები გაიხადეს და ბავშვებს გაფააფარეს, რათა ისინი ტყვიებისგან დაეცვათ. მებრძოლებმა ყველა ბავშვის გადარჩენა შეძლეს. პაშა ლი მიყენებული ჭრილობებით გარდაიცვალა, დიმა კი საავადმყოფოში მკურნალობს,“- წერს კამალია ინსტაგრამზე.

კამალიას ცნობით, პაშა ლის გმირობამ ირპენში 9 ბავშვის სიცოცხლე გადაარჩინა.

წყარო:​ tsn.ua

შეიძლება დაინტერესდეთ

COVID-19-ისგან თავის დაცვის კიდევ ერთი მარტივი გზა, რომლის გაკეთება ყველას შეუძლია

COVID-19-ისგან თავის დაცვის კიდევ ერთი მარტივი გზა, რომლის გაკეთება ყველას შეუძლია

ექიმი გიორგი ღოღობერიძე COVID-19-ისგან თავის დაცვის კიდევ ერთ მარტივ გზაზე საუბრობს. მისი თქმით, ეს არის ოთახის მუდმივი განიავება. 

,,COVID-19-ისგან თავის დაცვის კიდევ ერთი მარტივი გზა ეს არის ოთახის / შენობის მუდმივი განიავება. 

ამ დროისთვის ვარაუდია, რომ ადამიანს COVID-19 რომ დაემართოს, უნდა ჩაისუნთქოს 1000 ვირუსული ნაწილიკი (ვთქვათ, 1000 ვირუსული ნაწილაკი 1 ჯერზე, ან 100 ვირუსული ნაწილაკი 10 ჩასუნთქვაზე, ან 10-10 ვირუსული ნაწილაკი 100 ჩასუნთქვაზე).

ამიტომაც ხშირია დაინფიცირების შემთხვევები დახურულ სივრცეებში. 

ოთახის განიავებისას ვირუსული ნაწილაკების რაოდენობა მკვეთრად მცირდება, რაც ასევე ამცირებს დაინფიცირების ალბათობასა,'' - აღნიშნავს გიორგი ღოღობერიძე. 

წაიკითხეთ სრულად