Baby Bag

სქესობრივი აღზრდის შესახებ გაკვეთილები მხოლოდ მშობლის თანხმობით იქნება დასაშვები - სოფო კილაძე

სქესობრივი აღზრდის შესახებ გაკვეთილები მხოლოდ მშობლის თანხმობით იქნება დასაშვები - სოფო კილაძე

სქესობრივი აღზრდის შესახებ განათლების მიღება შესაძლებელია მხოლოდ მშობლის თანხმობის შემთხვევაში, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ განაცხადა. მისივე თქმით, აღნიშნული საკითხი დარეგულირებულია „ბავშვთა კოდექსში”, რომლის პროექტსაც კომიტეტი დღეს, 26 მარტს, განიხილავს:

„გადავწყვიტეთ, კანონპროექტში ჩაგვეწერა მუხლი, რაც აბსოლუტურად თავსებადობაში მოდის საერთაშორისო სტანდარტებთან. რომელიმე მშობელს თუ უნდა თავის შვილს ჰქონდეს სქესობრივი აღზრდის გაკვეთილები, ეს შეუძლია, თუმცა მან უნდა მისცეს თანხმობა. ვისაც არა აქვს ამის სურვილი, ვისი ღირებულებებიც ამას ეწინააღმდეგება, მაშინ სხვა ფორმით უნდა მიიღოს ბავშვმა ეს განათლება. შეიძლება მშობელი იმ კონკრეტული გაკვეთილების შინაარსს არ ეთანხმებოდეს და ასე შემდეგ, ბევრი მიზეზი შეიძლება იყოს“, - განაცხადა სოფო კილაძემ.

მისივე თქმით, თუ ოჯახი მოითხოვს კონკრეტულ კრიზისულ შემთხვევებში მართლმადიდებელ ეკლესიას ან სხვა კონფესიებს, მათ უფლება ექნებათ, ჩაერთონ და კონსულტაციები გაიარონ ამ საკითხთან დაკავშირებით.

„უბრალოდ, მინდა ვკითხო საზოგადოებას - ეს ყველაფერი შეიძლება იყოს ანტიეროვნული? რა თქმა უნდა, არ შეიძლება“, - აღნიშნა სოფო კილაძემ.

შეიძლება დაინტერესდეთ

დეტალები პედაგოგების სერტიფიცირების ახალი მოდელის შესახებ

დეტალები პედაგოგების სერტიფიცირების ახალი მოდელის შესახებ

მასწავლებლების შესაფასებლად დაწესებული კრედიტქულები გაუქმდება და მათი სერტიფიცირებისა და სახელფასო პოლიტიკის ახალი მოდელი შემუშავდება. რა იგულისხმება ახალ მოდელში და როგორ აპირებს სამინისტროს სკოლებში სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას?

გადაცემა „საქმიანი დილის“ სტუმარია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე მანანა რატიანი.

იხილეთ ვიდეო  

წაიკითხეთ სრულად