Baby Bag

„ნაკლებად არის მოსალოდნელი, რომ მაიმუნის ყვავილმა გამოიწვიოს ისეთი პანდემია, როგორიც იყო კორონავირუსის დროს,“- ალექსანდრე გოგინავა

„ნაკლებად არის მოსალოდნელი, რომ მაიმუნის ყვავილმა გამოიწვიოს ისეთი პანდემია, როგორიც იყო კორონავირუსის დროს,“- ალექსანდრე გოგინავა

ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ მაიმუნის ყვავილის გავრცელების ტემპებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახალი პანდემია მოსალოდნელი არ არის:

„არსებული მონაცემებით ნაკლებად არის მოსალოდნელი, რომ მაიმუნის ყვავილმა გამოიწვიოს ისეთი პანდემია, როგორიც იყო კორონავირუსის დროს. ამას რამოდენიმე ახსნა აქვს: მაიმუნის ყვავილი არ არის ახალი ვირუსი, არსებობს საკმაოდ ეფექტიანი ვაქცინები, რომელიც ამ ჯგუფის ვირუსების საწინააღმდეგოდ გამოიყენება, არსებობს სამკურნალო საშუალებებიც. მაიმუნის ყვავილს არ აქვს ის უნარი, რომელიც ჰქონდა კორონავირუსს, რომ ადვილად გავრცელდეს და მოკლე ვადაში მოხდეს დიდი რაოდენობით ადამიანების ინფიცირება.

არაენდემურ კერებში, თუ არ ვცდები, მაქსიმუმ 2000-მდე შემთხვევა გვაქვს ერთი თვის განმავლობაში. პირველ რიგში, გავრცელების გზებში ყველაზე მნიშვნელოვანია მჭიდრო და ახლო კონტაქტი ინფიცირებულთან. თუ დაინფიცირებული ადამიანის გამონაყარს შევეხებით და შემდეგ ეს ხელი მოხვდება ჩვენს ლორწოვანზე, არის რისკები, რომ დავინფიცირდეთ. მაიმუნის ყვავილი გადადის მხოლოდ წვეთოვანი გზით და მჭიდრო, ახლო კონტაქტით. ასევე შეიძლება დავინფიცირდეთ დაავადებული ცხოველისგან, თუმცა ძირითადად მაინც ჭარბობს ადამიანიდან ადამიანზე გადადება,“- მოცემულ საკითხზე ალექსანდრე გოგინავამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა.

წყარო:​ „დილა მშვიდობისა საქართველო“

შეიძლება დაინტერესდეთ

,,ბავშვები დაბადების დღის ცენტრებში ერთობიან, მაგრამ თან ვაზიანებთ სმენას'' - ოტორინოლარინგოლოგი მშობლებს მიმართავს

,,ბავშვები დაბადების დღის ცენტრებში ერთობიან, მაგრამ თან ვაზიანებთ სმენას'' - ოტორინოლარინგოლოგი მშობლებს მიმართავს

„ჩვენს პატარებს ვამყოფებთ ხმაურიან გარემოში, რაც არ შეიძლება. დაბადების დღის ცენტრებში ერთობიან, მაგრამ თან ვაზიანებთ სმენას“ - მოცემულ საკითხზე ოტორინოლარინგოლოგმა არჩილ წულაძე საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წაიკითხეთ სრულად