Baby Bag

როდემდე შენარჩუნდება არამდგრადი ამინდი - გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი

როდემდე შენარჩუნდება არამდგრადი ამინდი - გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ​ინფორმაციით, დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი 5 აპრილამდე შენარჩუნდება

მათივე ცნობით, დღეს, 1-ლ აპრილს თბილისში უმეტესად ღრუბლიანი და ნალექიანი ამინდი იქნება. დღის ბოლოს იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა +7, +9 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.

„2-3 აპრილს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, 2 აპრილს იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ტემპერატურა 2-4 აპრილს +14, +16 გრადუსამდე მოიმატებს,“ - აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავცრელებულ ინფორმაციაში.