როდესაც ცოლ-ქმრის ურთიერთობაში ერევიან ქმრის ნათესავები, როგორ უნდა მოიქცეს ცოლ-ქმარი? - ამის შესახებ მამა საბა ჭიკაიძე საუბრობს.
"რა თქმა უნდა, მეტიჩრობაა ოჯახის წევრების მხრიდან ჩარევა, მით უმეტეს, იმ დროს, როდესაც მათ იციან, რომ მეუღლეს, რომელიც ყველაზე მთავარი ადამიანია მის ცხოვრებაშო, მოსწონს, რომ მისი ქმარი ატარებს წვერს (ამ კონკრეტულ შემთხვევაში), ნებისმიერი სხვა ადამიანის მხრიდან, იქნება ეს დედა, მამა, და თუ ძმა, ცალსახად მეტიჩრობაა, შეეწინააღმდეგონ და გააკეთებინონ რაიმე ისეთი, რაც მის მეუღლეს არ სიამოვნებს. მით უმეტეს, თუკი ესა თუ იქ საკითხი მოსწონს ცოლსაც და ქმარსაც. ეს მათი გადასაწყვეტია.
სამწუხაროდ, ხშირად ოჯახის სხვა წევრები ვერ ხვდებიან და ვერ იაზრებენ, რომ ცოლ-ქმარი არის ერთობა, მათზეა აღსრულებული ერთობისა და სიყვარულის საიდუმლო. არაფრით არ შეიძლება ამ ურთიერთობაში უხეშ ჩარევა. ჩაერიე მხოლოდ და მხოლოდ იმდენად, რამდენადაც შეგიძლია, მათ გაუკეთო სკეთე. ესეც ძალიან დიდი სიფრთხილით გააკეთე, რომ სიკეთის ნაცვლად ბოროთება არ ჩაიდინო. ეს, სამწუხაროდ, ხშირად ხდება", - ამბობს მამა საბა ჭიკაიძე.