Baby Bag

როგორ შევაჩვიოთ ბავშვი საბავშვო ბაღს?

როგორ შევაჩვიოთ ბავშვი საბავშვო ბაღს?

როგორ უნდა შეეჩვიოს ბავშვი საბავშვო ბაღში სიარულს და რა ეტაპებად მიმდინარეობს პროცესი - ამის შესახებ თამარ საღინაძემ გადაცემაში ,,შუადღე" ისაუბრა.

,,ზოგ მშობელს ჰგონია, რომ პირველივე დღეს უნდა მიიყვანოს ბავშვი ბაღში, დატოვოს და ამით დასრულდა. სანამ სასწავლო წელს ბაღი დაიწყებს უშუალოდ ბავშვების მიღებას, გაცილებით ადრე, თუნდაც რამდენიმე კვირით ადრე უნდა დაიწყონ ზრუნვა იმაზე, რომ მშობლებს დაუკავშირდნენ და დაგეგმონ შეხვედრები ინფორმაციის გაცვლის მიზნით, დაგეგმონ ბავშვებთან ერთად ვიზიტები, ასევე, პირველი კვირა.

განსაკუთრებით მინდა, აღვნიშნო - ხშირად ამბობენ, რომ ბავშვი ეტაპობრივად უნდა დავტოვოთ ბაღში. ეს სწორია, მიღებული პრაქტიკაა, მაგრამ ასევე მიღებულია, რომ მასთან ერთად უნდა იყოს ერთ-ერთი უახლოესი ადამიანი, რომელთანაც ბავშვი თავს კარგად გრძნობს. ძველი ტრადიციული მიდგომაა, რომ როდესაც ბავშვი მარტო რჩება, უფრო მალე მშვიდდება. ეს ასე არ არის. იმისთვის, რომ ბავშვი ნებისმიერ სტრესს შეეგუოს, ეს ემოციურად მშვიდ გარემოში უნდა მოხდეს", - ამბობს თამარ საღინაძე.


წყარო: ,,​შუადღე"

შეიძლება დაინტერესდეთ

რას აცხადებენ ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში ბაღების გახსნასთან დაკავშირებით?

რას აცხადებენ ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში ბაღების გახსნასთან დაკავშირებით?

​განახლდება თუ არა სააღმზრდელო პროცესი ბაღებში? - აღნიშნული კითხვით ​MomsEdu.ge ბაგა ბაღების მართვის სააგენტოს დაუკავშირდა. 

როგორც სააგენტოში აღნიშნეს, ბაღები ემზადებიან 1-ლ ოქტომბერს გახსნისთვის, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას საკოორდინაციო საბჭო ორშაბათს მიიღებს:

,,მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა, ბაღების გახსნა რისკებთან არის დაკავშირებული, რადგან ზოგიერთი ბაღი მეტადაა მომზადებული, ზოგიერთი კი ნაკლებად. ვმუშაობთ ახალი რეგულაციების დასაკმაყოფილებლად და ვემზადებით 1-ლ ოქტომბერს გახსნისთვის. თუმცა ველოდებით საკოორდინაციო საბჭოს საბოლოო გადაწყვეტილებას, რომელიც ორშაბათს გახდება ცნობილი,'' - აღნიშნეს ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში. 

წაიკითხეთ სრულად