ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლის - „ნიჭიერთა ათწლედი" მოსწავლემ, გიორგი გიგაშვილმა ესპანეთის ქალაქ ვიგოში გამართულ პიანისტთა საერთაშორისო კონკურსზე I პრემია, ლაურეატის წოდება და ცნობილი პიანისტის, ფრეიერის მიერ დაწესებული სპეციალური პრიზი მოიპოვა.
გიორგი გიგაშვილს, რომელიც კონკურსის ყველაზე ახალგაზრდა მონაწილე გახლდათ, პრემია ყველა დროის, ერთ-ერთმა საუკეთესო შემსრულებელმა, არგენტინელმა პიანისტმა, მარტა არგერიხმა გადასცა.