Baby Bag

დროა, ფეისბუქი გაუქმდეს - ფეისბუქის თანადამფუძნებელი

დროა, ფეისბუქი გაუქმდეს - ფეისბუქის თანადამფუძნებელი

Facebook-ის თანადამფუძნებელმა კრის ჰიუზმა ​The New York Times-ისთვის დაწერილ სტატიაში, აშშ-ის ხელისუფლებას მოუწოდა, შეამციროს სოციალური ქსელის გავლენა და მისი ხელმძღვანელის, მარკ ცუკერბერგის ძალაუფლება. 

„მარკის გავლენა გამაოგნებელია და ის ბევრად სცდება ნებისმიერი ადამიანის გავლენას კერძო სექტორიდან და ხელისუფლებიდანაც კი. ის სამ უმსხვილეს საკომუნიკაციო პლატფორმას აკონტროლებს - Facebook-ს, Instagram-სა და WhatsApp-ს, რომლებსაც მილიარდობით ადამიანი იყენებს ყოველდღიურად. Facebook-ის საბჭოს წევრები უფრო მრჩევლების როლში გამოდიან ვიდრე მაკონტროლებლის, რადგან გადაწყვეტილების მიღების უპირასტესობა ცუკერბერგს აქვს, ფლობს რა ხმის მიცემის უფლების 60%-იან პაკეტს“,- წერს სოციალური ქსელის თანადამფუძნებელი მოსაზრების სტატიაში.

ჰიუზმა აშშ-ის ხელისუფლებას Facebook-ისა და მის კუთვნილებაში მყოფი Instagram-ისდა WhatsApp-ის დამოუკიდებელ კომპანიებად გაყოფა ურჩია. ასევე, მისი აზრით, უნდა შეიქმნას სახელმწიფო კომისია, რომელიც ტექნოლოგიურ ბაზარს გააკონტროლებს.