Baby Bag

4 წლის ბიჭს, რომელიც „ადამიანი ობობას“ ფორმით მერვე სართულიდან გადმოხტა, კლინიკიდან დღეს გაწერენ

4 წლის ბიჭს, რომელიც „ადამიანი ობობას“ ფორმით მერვე სართულიდან გადმოხტა, კლინიკიდან დღეს გაწერენ

4 წლის ბიჭი „ადამიანი ობობას“ ფორმით მერვე სართულიდან გადმოხტა. როგორც იაშვილის კლინიკაში აცხადებენ, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მას კლინიკიდან, სავარაუდოდ, დღეს გაწერენ.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ფაქტი 8 მაისს მოხდა, ბავშვი მრავლობითი დაზიანებებით შეიყვანეს კლინიკაში. 

შეიძლება დაინტერესდეთ

რა დადებით ან უარყოფით ზეგავლენას ახდენს დღესდღეობით ყველაზე პოპულარული სათამაშოები - ფოფითი და სქვიში?

რა დადებით ან უარყოფით ზეგავლენას ახდენს დღესდღეობით ყველაზე პოპულარული სათამაშოები - ფოფითი და სქვიში?
რა დადებით ან უარყოფით ზეგავლენას ახდენს დღესდღეობით ყველაზე პოპულარული სათამაშოები - ფოფითი და სქვიში ბავშვზე და რომელს რა დანიშნულება აქვს? ამ თემაზე ​MomsEdu.ge-ს ესაუბრა, ბავშვთა ადრეული განვითარების სპეციალისტი, ფსიქოლოგი სოფო მელაძე.
​ 

    

​​
​- დღესდღეობით, ბავშვებში ძალიან პოპულარული სათამაშოებია ფოფითი და სქვიში. რა დადებით ზეგავლენას ახდენს ის ბავშვებზე?

- დიახ, ბავშვებს ძალიან უყვართ სილიკონისგან დამზადებული საყვარელი და ფერადი ფიჯეთი - ფოფითი და სქვიში, ასევე სხვადასხვა ტიპის თანამედროვე ფიჯეთები. კონკრეტულად ფოფითი და სქვიში ანტისტრესული და სენსორული სათამაშოების ფუნქციას ასრულებს. ფოფითს ხშირად იყენებენ არა მხოლოდ ბავშვები, ასევე მოზრდილებიც. ალბათ, დაკვირვებიხართ, რომ როცა ვნერვიულობთ, ხელში გვინდა გვეჭიროს კალამი, ფანქარი ან რაიმე სხვა საგანი. ფოფითიც სწორედ ასეთ ფუნქციას ასრულებს ჩვენთვის და ამცირებს შფოთვას. ასევე, ბავშვებისთვის სასიამოვნოა ტექსტურაზე ხელის მოკიდება, ბურთულებზე დაჭერა და გასკდომის ხმა.
- აზრთა სხვადასხვაობა არსებობს მათ ავკარგიანობასთან დაკავშირებით. რატომ შეიძლება იყოს საშიში ფსიქოლოგიური კუთხით?

​- ალბათ მაშინ, როცა მხოლოდ ფოფითით ინტერესდება და აღარ აინტერესებს სხვა საგნები და სათამაშოები, მხოლოდ ამით შემოისაზღვრება მისი თამაშის ინტერესები. ანუ როცა ფოფითი ბავშვისთის „ამოჩემება“ ხდება და ზედმეტად დამოკიდებული ხდება მასზე, არასწორ დროს და ხანგძლივობით იყენებს მას. მაგალითად, როცა სკოლაში გაკვეთილზე მასწავლებელი ახალ თემას ხსნის და ამ დროს ბავშვს ფოფითი უჭირავს ხელში, ერთობა, არ უსმენს გაკვეთილს, კონცენტრირებული არ არის. ფოფითი გაკვეთილზე მხოლოდ გაკვეთილის მიზნებთან თანხვედრაში გამოიყენება, ხოლო სტიმულირებისთვის - შესვენებებზე.

​- როგორც ვიცი, სხვადასხვა მიზნით გამოიყენება. რომელს რა დანიშნულება აქვს?
- ფოფითის გამოყენება შეგვიძლია, როგორც სენსორული სტიმულაციისთის და ანტისტრესული მიზნით, ასევე აკადემიური უნარებისთვისაც, მაგალითად, რიცხვების ამოცნობა, ასოების და სხვა. შეგვიძლია ფოფითს დავაწეროთ სხვადასხვა ასო, შემდეგ ბავშვმა დასახელებული ასო იპოვოს და დაატკაცუნოს. შესაძლებელია ფოფითზე დავაწეროთ ციფრები, მასზე კენტი და ლუწი რიცხვები ვასწავლოთ, ანუ ყოველი მეორე დავატკაცუნოთ და ხაზი გავუსვათ, რომელი ბუშტუკი რომელს აღნიშნავს. შეგიძლიათ რამდენიმე ასოს დააწვეთ, ბავშვმა კი დატკაცუნებული ასოებით ააწყოს სიტყვა, რომელიც ჩავიფიქრეთ. საშუალებას გვაძლევს გამოვიყენოთ ფერების დასასწავლადაც, ავიღოთ ფურცელი და დავხატოთ მასზე სხვადასხვა ფერის ბურთები, შემდეგ იგივე ფერის ბურთები ბავშვმა იპოვოს ფოფითზე და დაატკაცუნოს.
ასევე, როცა სმენაზე და სიტყვების დამარცვლაზე ვმუშაობთ შეგვიძლია ფოფითის ტკაცუნის ხმა სიტყვების დამარცვლისთვის და რიტმისთვის გამოვიყენოთ.
- თქვენს პრაქტიკაზეც რომ გვიამბოთ.
- იქიდან გამომდინარე, რომ ძირითადად განვითარების დარღვევებზე ვმუშაობ და ხშირად მაქვს შეხება სენსორული ინტეგრაციის დარღვევებთან, ვაპირებ ფოფითის სენსორული სტიმულაციის და აკადემიური უნარებისთვის ერთდროულად გამოყენებას. ასევე, ფერების და ფორმების სასწავლად, პრობლემური ქცევის დროს ყურადღების გადატანისთვის შესანიშნავი სათამაშოა.

​ესაუბრა მარიამ ჩოქური

წაიკითხეთ სრულად