პედიატრმა თემურ მიქელაძემ ბავშვებში კოვიდ-19-ით ინფიცირების გაზრდილი შემთხვევების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბავშვებში ვირუსის გავრცელებამ მნიშვნელოვნად მოიმატა:
„იქიდან გამომდინარე, რომ არანაირ რეგულაციას ჩვენი მოსახლეობა არ იცავდა, შესაბამისად ტალღები გადაება. ერთადერთი, რასაც ვაკვირდები, არის ის, რომ ბავშვთა პოპულაციაში საკმაოდ მოიმატა გავრცელებამ. თუ თავიდან ბავშვებში გავრცელება 10%-მდე იყო, ახლა 30%-მდეა ასული. ინფიცირების ყოველი მესამე შემთხვევა ბავშვებზე მოდის.“
თემურ მიქელაძის თქმით, კორონავირუსი ბავშვების უმრავლესობას მარტივად გადააქვს:
„საბედნიეროდ ერთადერთი რაც შეგვიძლია ვთქვათ, ბავშვებში ნებისმიერი შტამის შემთხვევაში დაავადება მსუბუქად მიმდინარეობს. საქართველოში დაიწყო 12-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვთა ვაქცინაცია განსაკუთრებული რისკ-ჯგუფის პაციენტებისთვის. მე პირადად რამდენიმე ათეული ასეთი ბავშვი ავცერი. თუ სხვა შემთხვევაში კოვიდი მსუბუქად მიმდინარეობს, ამ კონკრეტულ ბავშვებთან, შესაძლოა, ის ფატალურად დასრულებულიყო. გუშინ ამერიკის შეერთებულ შტატებში დაიწყო 5-დან 12 წლამდე ბავშვების ვაქცინაცია.“
„ტესტირების რიგში დგას აურაცხელი რაოდენობის ადამიანი, მაშინ როდესაც ვაქცინაციის კაბინეტთან თითო-ოროლა ადამიანი თუ არის. მაღალგანვითარებად ქვეყნებში აბსოლუტურად პირიქით არის. ვაქცინაციის ცენტრებთან არის რიგები და ტესტირებაზე არავინ არ დგას. ჩვენთან გვაქვს სულ სხვა რეალობა. ჩვენი მოსახლეობა არანაირ რეგულაციას არ იცავს,“- აღნიშნულ საკითხებზე თემურ მიქელაძემ რადიო „იმედის“ ეთერში ისაუბრა.
წყარო: „რადიო იმედი“
წაიკითხეთ სრულად