Baby Bag

გიორგი გახარია 9 წლის დაჩი გულუას შეხვდა

გიორგი გახარია 9 წლის დაჩი გულუას შეხვდა

გიორგი გახარია შეხვდა 9 წლის ბიჭს, რომელიც საგზნაო ნიშნებზე ქალის გამოსახვასაც ითხოვს. 

„ძალიან საქმიანი და პროდუქტიული შეხვედრა გამოვიდა! დაჩი კმაყოფილია

😊 to be continued...“ - აღნიშნულის შესახებ დაჩი გულუას დედა ნათია ანასტასიადი სოციალურ ქსელში წერს და შს მინისტრთან გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს. 

შეგახსენებთ, რომ 9 წლის დაჩიმ შინაგან საქმეთა მინისტრს თხოვნით მიმართა. წერილი დაჩის დედამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა და მას უამრავი გამოხმაურება მოჰყვა.

„ბატონო გიორგი, მე ვარ დაჩი გულუა, 9 წლის. შევამჩნიე, რომ ყველა საგზაო ნიშანზე კაცის ფიგურაა გამოსახული. ვფიქრობ, რომ ეს ქალების შეუმჩნეველი დაჩაგვრაა. ქალაქში ფეხითაც და მანქანითაც ქალები და კაცები ერთნაირად დადიან. ამიტომ გთხოვთ, საგზაო ნიშნებზე ქალის ფიგურაც გამოსახოთ," - წერდა დაჩი.

შეიძლება დაინტერესდეთ

„გულგატეხილი ხალხი, რომლებიც მწერთ, რომ ავიცერი სინოფარმი/სინოვაკით და რა გვეშველებაო, სანერვიულო არ გაქვთ, ვაქცინა კარგად გიცავთ,“ - ბიძინა კულუმბეგოვი

„გულგატეხილი ხალხი, რომლებიც მწერთ, რომ ავიცერი სინოფარმი/სინოვაკით და რა გვეშველებაო, სანერვიულო არ გაქვთ, ვაქცინა კარგად  გიცავთ,“ - ბიძინა კულუმბეგოვი

ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც სინოვაკით აცრილ ადამიანებს საინტერესო ინფორმაცია მიაწოდა:

„ჰონგ-კონგში ჩაატარეს კვლევა, სადაც ​ერთმანეთს შეადარეს ფაზიერის და სინოვაკის იმუნოგენობა (იმუნური პასუხის უნარი და ძალა).

შედეგებმა აჩვენა, რომ ფაიზერის უნარი ჰუმორული (ანტისხეულები) იმუნიტეტის მხრივ მკვეთრად მაღალია სინოვაკზე, ხოლო სინოვაკის უნარი წაროქმნას უჯრედული იმუნიტეტი (CD4, CD8 T ლიმფოციტები) ვირუსის სტრუქტურული ცილების მიმართ გაცილებით მეტია ვიდრე ფაიზერის ვაქცინის.

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ ​ყველა ფორმის დაავადების თავიდან აცილებაში ფაიზერი რჩება „ჩემპიონად“, ხოლო ჰოსპიტალიზაციის და სიკვდილისგან დაცვა (ეს ფაქტორები დამოკიდებულია უჯრედულ იმუნიტეტზე) ორივე ვაქცინას თანაბრად გამოდის.

ასე, რომ გულგატეხილი ხალხი, რომლებიც მწერთ, რომ ავიცერი სინოფარმი/სინოვაკით და რა გვეშველებაო, სანერვიულო არ გაქვთ, ვაქცინა კარგად გიცავთ მძიმე დაავადებისგან და როცა ბუსტერი შეგეხებათ დაიმატეთ ნებისმიერი ვაქცინა, რომელიც გნებავთ,“ - აღნიშნა ბიძინა კულუმბეგოვმა.

წაიკითხეთ სრულად