Baby Bag

თაკო ნაცვლიშვილი და ჯულია რობერტსი რეკლამაში ერთად გადაიღეს

თაკო ნაცვლიშვილი და ჯულია რობერტსი რეკლამაში ერთად გადაიღეს

ქართველი მოდელი თაკო ნაცვლიშვილი და ოკსკაროსანი მსახიობი ჯულია რობერტსი იტალიური ბრენდის, Calzedonia-ს რეკლამაში ერთად გადაიღეს. ინფორმაციას თაკო ნაცვლიშვილის დედა, ნინო ცქიტიშვილი ფეისბუქზე ავრცელებს:

„Bonjour Julia!!! ამ ტექსტით იწყება თაკო ნაცვლიშვილის და ჯულია რობერტსის დიალოგი ბრენდ Calzedonia-ს სარეკლამო ვიდეო რგოლში, რომელიც ივნისის ბოლოს გავა და საფრანგეთის მასშტაბით იტრიალებს,” – წერს ნინო ცქიტიშვილი.

Calzedonia ქალის თეთრეულის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდია. ჯულია რობერტსი რამდენიმე წელია, რაც Calzedonia-ს სახეა და მათ რეკლამებშიც ხშირად ჩნდება.

შეიძლება დაინტერესდეთ