Baby Bag

ბორჯომიდან გაუჩინარებული ორი მეცხრეკლასელი გოგონა ზესტაფონში იპოვეს

ბორჯომიდან გაუჩინარებული ორი მეცხრეკლასელი გოგონა ზესტაფონში იპოვეს

ბორჯომში დაკარგული მე-9კლასელი გოგონები, რომლებსაც სამართალდამცველები გუშინ მთელი დღის განმავლობაში ეძებდნენ, გვიან ღამით ზესტაფონში იპოვეს. 15 წლის არასრულწლოვნების ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. პოლიციამ ორივე არასრულწლოვანი მშობლებთან ოჯახებში დააბრუნა.

ბორჯომის N1 საჯარო სკოლის მე-9 კლასის ორი მოსწავლე გუშინ დილით გაუჩინარდა. მშობლებმა მოზარდების ძებნა მას შემდეგ დაიწყეს, როცა სკოლიდან აცნობეს, რომ გაკვეთილებს აცდენდნენ. მოგვიანებით, პოლიციამ მოზარდების მობილური ტელეფონები და მაისურები ბორჯომში მდებარე ერთ-ერთ მიტოვებულ შენობაში აღმოაჩინა. მათი ადგილსამყოფელის დასადგენად ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობდა.

შეიძლება დაინტერესდეთ

„ვინც ვერ მოასწრო მათთვის, კიდევ გვაქვს ოცნებების დღე...“

„ვინც ვერ მოასწრო მათთვის, კიდევ გვაქვს ოცნებების დღე...“

„ვინც ვერ მოასწრო მათთვის, კიდევ გვაქვს ოცნებების დღე...“ - მოისმინეთ კვირის ასტროლოგიური პროგნოზი მიხეილ ცაგარელისაგან.

არ დაგავიწყდეთ !!!

Moms.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)

წაიკითხეთ სრულად