ნიკოლოზ რაჭველი სოციალურ ქსელში 9 წლის ცოტნე ზედგინიძეზე წერს. მაესტრო ბიჭს დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებს და აღნიშნავს, რომ ქართული შემოქმედებითი გენი ახალ ლეგენდას ბადებს:
„მეგობრებო, ძალიან ბედნიერი ვარ!!!! მე დღეს გავიცანი ქართველი მოცარტი!!! საოცარი, გენიალური, არნახული 9 წლის ვუნდერკინდი!!!! თქვენ ვერ წარმოიდგენთ რასთან და ვისთან გვაქვს საქმე!!!!! დიდი, ძაააალიან დიდი მუსიკოსი იზრდება საქართველოში ცოტნე ზედგინიძის სახით!!! განუმეორებელი ნიჭი და სიღრმე, ღმერთის რჩეული...
ღმერთო დიდი მადლობა, რომ მომასწარი ასეთი ადამიანის არსებობას...
14 ივნისს ილიას უნივერსიტეტში დაუკრავს მის საკუთარ მუსიკას, ძალიან მაგარს, საინტერესოს, განსაკუთრებულს... აი რატომ და ვის გამო უნდა ვიყოთ ამაყები! ქართული შემოქმედებითი გენი ახალ ლეგენდას ბადებს და მინდა რომ მან შეძლოს ბოლომდე გახსნა, აღმაფრენა და წარმატება! მჯერა მისი!!! მიყვარს!!! ვეთაყვანები როგორც განგების რჩეულს,“ - წერს ნიკოლოზ რაჭველი.
სოციალურ ქსელში 3 წლის წინ გავრცელდა ცოტნე ზედგინიძის ვიდეო, სადაც ჩანს ბიჭის გამორჩეული უნარები. ამ ვიდეოში ცოტნე 6 წლისაა.