Baby Bag

პლასტიკური ქირურგი გუშინდელი აქციის შედეგად დაშავებულ ადამიანებს დახმარებას უსასყიდლოდ სთავაზობს

პლასტიკური ქირურგი გუშინდელი აქციის შედეგად დაშავებულ ადამიანებს დახმარებას უსასყიდლოდ სთავაზობს

პლასტიკური ქირურგი, კონსტანტინე სულამანიძე მზადაა, გუშინდელი აქციის დროს დაშავებულ მოქალაქეებს დახმარება უსასყიდულოდ აღმოუჩინოს და აღნიშნულის შესახებ სოციალურ ქსელში წერს. გთავაზობთ პოსტს უცვლელად:

„გუშინდელი აქციის შემდეგ თუ ვინმეს სჭირდება ჩემი დახმარება, პლასტიკური ნაკერების დროზე დადება ან ნებისმიერი სხვა რამ, რაც მე შემიძლია, ჩემი კლინიკა მზად არის, მიიღოს ასეთი პაციენტები, რა თქმა უნდა, რიგის გარეშე და უსასყიდლოდ! გთხოვთ, გააზიარეთ ეს ინფორმაცია“

შეიძლება დაინტერესდეთ

2 წლის ბავშვის მიმართ ჩადენილი ძალადობის ბრალდებით ძიძა დააკავეს

2 წლის ბავშვის მიმართ ჩადენილი ძალადობის ბრალდებით ძიძა დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი ძალადობის ბრალდებით, 1973 წელს დაბადებული ლ.ლ. თბილისში დააკავეს - ინფორმაციას შსს ავრცელებს. 

დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული თბილისში, ერთ-ერთ ოჯახში ძიძად მუშაობდა, სადაც 2 სხვა ძიძასთან ერთად, 5 მცირეწლოვანს უვლიდა. ლ.ლ. ინტენსიურად, ფიზიკურად ძალადობდა 2 წლის ბავშვზე, რომლის ამსახველი ვიდეომასალაც ძიძებმა - შ.დ.-მ და ი.ბ.-მ სამართალდამცველებს მიაწოდეს. პოლიციის მყისიერი რეაგირების შედეგად, ლ.ლ.-ს დაკავება დაუყოვნებლივ განხორციელდა.


გამოძიება არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

წაიკითხეთ სრულად