Baby Bag

„18 წლისაა, დღეს უთხრეს, თვალი აღარ გაქვსო, დედას აქეთ ამშვიდებდა თურმე, არ იდარდოვო“

„18 წლისაა, დღეს უთხრეს, თვალი აღარ გაქვსო, დედას აქეთ ამშვიდებდა თურმე, არ იდარდოვო“

წუხანდელი აქციის დარბევის შედეგად, არაერთმა ადამიანმა მიიღო სხეულის მძიმე დაზიანება. მათ შორის, ორმა ახალგაზრდამ თვალი დაკარგა. აქედან ერთ-ერთია 18 წლის გოგონა. ამასთან დაკავშირებით ფეისბუქმომხმარებელი თამარა ჯინჭარაძე პოსტს აქვეყნებს:

„18 წლის მაიას დედას და დას ვესაუბრები ახლა. გვიან ღამით სამსახურს რომ მორჩა, ვერ მოითმინა და აქციაზე წამოვიდაო.ტყვია მოხვდა, მარცხენა თვალი დაკარგა! 18 წლისაა. დღეს უთხრეს, თვალი აღარ გაქვსო. დედას აქეთ ამშვიდებდა თურმე, არ იდარდოვო. ნიუ ჰოსპიტალში სხვა დაშავებულებიც არიან. ახალგაზრდები! დღეიდან ცალი თვალით რომ უნდა იცხოვრონ, ისეთები. ამ ადამიანებთან, ჯანდაცვის სამინისტროდან ჯერ! ამ დრომდე! არავინ მოსულა!  ვერავინ გაბედა გამოჩენა! დახმარება სჭირდება ხალხს. დაშავებული, სამწუხაროდ ძალიან ბევრია და ჩვენ ეს ყველამ ერთად ვნახეთ,“ - წერს თამარა ჯინჭარაძე.

შეიძლება დაინტერესდეთ