Baby Bag

როდის ჩადგება ძლიერი ქარი - გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი

როდის ჩადგება ძლიერი ქარი - გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ხვალიდან საქართველოში ტემპერატურა მოიმატებს, ქარი ჩადგება და ჰაერი +28, +33 გრადუსამდე დათბება.

სინოპტიკოსების პროგნოზით, 5 ივლისამდე უნალექო ამინდი იქნება თბილისში. მათივე ცნობით, დღეს დროგამოშვებით იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა 1 ივლისს +25 გრადუსი დაფიქსირდება.  

„1-ლ ივლისს საქართველოს ზოგიერთ რაიონში შენარჩუნებული იქნება ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.  ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობსა და ბარში +21,+26 გრადუსია მოსალოდნელი,“ - აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეიძლება დაინტერესდეთ

,,მნიშვნელოვანია, რომ აცრილი და აუცრელი მოქალაქეების დაცვისთვის ქვეყანამ სწრაფად შემოიღოს კოვიდპასპორტები''

,,მნიშვნელოვანია, რომ აცრილი და აუცრელი მოქალაქეების დაცვისთვის ქვეყანამ სწრაფად შემოიღოს კოვიდპასპორტები''

„მნიშვნელოვანია, რომ აცრილი და აუცრელი მოქალაქეების დაცვისთვის ქვეყანამ სწრაფად შემოიღოს კოვიდპასპორტები და მხოლოდ მათით დაუშვას ადამიანები დახურულ შენობებში, ტრანსპორტში და ა.შ," - აღნიშნავს ბიძინა კულუმბეგოვი. 

წყარო: ​,,ფორმულა''


წაიკითხეთ სრულად