Baby Bag

„მცირეწლოვანი ბავშვი თამაშობდა და თვითდაზიანება მიიღო მაკრატლით გულმკერდის არეში“ - შემთხვევა მარნეულში

„მცირეწლოვანი ბავშვი თამაშობდა და თვითდაზიანება მიიღო მაკრატლით გულმკერდის არეში“ - შემთხვევა მარნეულში

მარნეულში სამ წლამდე ასაკის ბავშვი დაშავდა. ბავშვს გულმკერდის არეში ცივი იარაღით ჭრილობა აღენიშნება. იგი მარნეულის საავადმყოფოდან იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს, ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.

მარნეულის საავადმყოფოს ექიმის, სულეიმან კარსკოვის განმარტებით, ბავშვი საავადმყოფოში დედამ მიიყვანა.

„ბავშვი დედამ შემოიყვანა. მისივე განმარტებით, ბავშვი თამაშობდა და მიიღო თვითდაზიანება მაკრატლით. ჭრილობა აღენიშნებოდა გულმკერდის მარცხენა არეში. გაეწია შესაბამისი კონსულტაცია და გადაყვანილ იქნა იაშვილის კლინიკაში. მისი მდგომარეობა იყო სტაბილური“, – აცხადებს ექიმი სულეიმან კარსკოვი.

თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ დედამ ორი წლის მოზარდს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რა დროსაც ბავშვი წაიქცა და მაკრატლით, რომელიც სავარაუდოდ, ხელში ეჭირა, თვითდაზიანება მიიღო.

ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. უწყების ცნობით, დაწყებულია გამოძიება სსკ-ის 124-ე მუხლით, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გაუფრთხილებლობით.

შეიძლება დაინტერესდეთ

როგორ უნდა მიხვდეთ, რომ დაუყოვნებლივ კლინიკაში გადასვლაა საჭირო? - თუ კოვიდი გაქვთ, აი, რა უნდა იცოდეთ

როგორ უნდა მიხვდეთ, რომ დაუყოვნებლივ კლინიკაში გადასვლაა საჭირო? - თუ კოვიდი გაქვთ, აი, რა უნდა იცოდეთ

ექიმი გიორგი ღოღობერიძე კორონავირუსის დროს კლინიკაში დაუყოვნებლივ გადასვლის მიზეზებს ასახელებს. 

ნახეთ ვიდეო☝️

წყარო: ​Usmle 

წაიკითხეთ სრულად