Baby Bag

სოფელ შინდისში 2 წლამდე ასაკის ბავშვმა თაგვის წამალი შეჭამა

სოფელ შინდისში 2 წლამდე ასაკის ბავშვმა თაგვის წამალი შეჭამა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში ერთი წლისა და 10 თვის ბავშვმა თაგვის წამალი შეჭამა. გოგონა დედათა და ბავშვთა ცენტრ „იავნანაში“, რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. შემთხვევა გუშინ ღამე მოხდა. 

ექიმების განცხადებით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 

ოჯახის წევრების ინფორმაციით, თაგვის საწამლავი ბავშვებისთვის ხელმისაწვდომ ადგილზე არ იყო მოთავსებული, თუმცა გოგონამ სეირნობისას მაინც შენიშნა და რამდენიმე მარცვალი პირში ჩაიდო. მშობლის თქმით, დროულად შენიშნა მომხდარი და ბავშვს პირის ღრუ გაუსუფთავა.

შეიძლება დაინტერესდეთ

ამირან გამყრელიძემ ფაიზერის ბუსტერ დოზა გაიკეთა

ამირან გამყრელიძემ ფაიზერის ბუსტერ დოზა გაიკეთა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ფაიზერის ბუსტერ დოზა გაიკეთა.

,,მე გაკეთებული მაქვს სინოფარმი მაისში, ორჯერ და ახლა იცით, რომ გუშინწინ ძალაში შევიდა ახალი რეგულაცია, რომ ბუსტერი შეიძლება 6 თვეზე ნებისმიერი ვაქცინით. მაგრამ ადამიანები ვინც არიან 60 წელზე ზემოთ, მათ შეუძლიათ ვინც აცრილი არიან სინოფარმით, სინოვაკით, 3-დან 6 თვემდე, ამიტომ, ამ რეგულაციას მე ვიცავ. მე უკვე გამივიდა 5-ნახევარი თვე მეორე აცრიდან და დღეს მოვედი ასაცრელად, ოღონდ გავიკეთე დღეს ფაიზერი. სპეციალურად გავიკეთე ფაიზერი დღეს, რომ ხალხი დავარწმუნო. მოგეხსენებათ, ბევრი მოარული ჭორი არის სოციალურ მედიაში, რომ ქვეყანაში არსებულ ფაიზერს გაუვიდა ვადა”- აღნიშნა ამირან გამყრელიძემ. 


წაიკითხეთ სრულად