Baby Bag

სოფელ შინდისში 2 წლამდე ასაკის ბავშვმა თაგვის წამალი შეჭამა

სოფელ შინდისში 2 წლამდე ასაკის ბავშვმა თაგვის წამალი შეჭამა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში ერთი წლისა და 10 თვის ბავშვმა თაგვის წამალი შეჭამა. გოგონა დედათა და ბავშვთა ცენტრ „იავნანაში“, რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. შემთხვევა გუშინ ღამე მოხდა. 

ექიმების განცხადებით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 

ოჯახის წევრების ინფორმაციით, თაგვის საწამლავი ბავშვებისთვის ხელმისაწვდომ ადგილზე არ იყო მოთავსებული, თუმცა გოგონამ სეირნობისას მაინც შენიშნა და რამდენიმე მარცვალი პირში ჩაიდო. მშობლის თქმით, დროულად შენიშნა მომხდარი და ბავშვს პირის ღრუ გაუსუფთავა.

შეიძლება დაინტერესდეთ

„უკვე რა სასაცილო გახდა გამოთქმა: „ვიცრი იმიტომ, რომ შენ დაგიცვა.“ ჩემ გარშემო სულ მესმის: აცრილმა გადამდო,“ - თამარ ივერი

„უკვე რა სასაცილო გახდა გამოთქმა: „ვიცრი იმიტომ, რომ შენ დაგიცვა.“ ჩემ გარშემო სულ მესმის: აცრილმა გადამდო,“ - თამარ ივერი

ცნობილი ქართველი სოპრანო თამარ ივერი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელშიც ცნობილ სლოგანს: „ავიცერი იმიტომ, რომ შენ დაგიცვა“ აკრიტიკებს. მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„უკვე რა სასაცილო გახდა გამოთქმა: „ვიცრი იმიტომ, რომ შენ დაგიცვა,“ არადა მეც ორჯერ აცრილმა დამაინფიცირა და ჩემს გარშემოც სულ მესმის:„აცრილმა გადამდო - 2-ჯერ აცრილმა გადამდოო.“ ეს კი იმის ბრალია,რომ აქაოდა აცრილია, არავის და არაფერს ერიდებიან: სულ მეუბნებიან : ​ნუ გეშინია გადაგკოცნი - აცრილი ვარ! ნუ გეშინია მოვალ სტუმრად - აცრილი ვარ! ნუ გეშინია გვერდზე დაგიჯდები - აცრილი ვარ! და ა.შ.

ამ დროს თავად ვერ გრძნობენ ან ძალიან მსუბუქად გრძნობენ სიმპტომებს და სხვებთან კი „იფრქვევინებიან ვირუსებს.“ ასე რომ, აღარ გავიგო ეს ზემოთხსენებული უაზრო სლოგანი!!

უფრო მართებულია: „ვიცრი, რადგან უსიმპტომომ „შეუმჩნევლად გადაგდო!“ - წერს თამარ ივერი.


წაიკითხეთ სრულად