Baby Bag

სოფელ შინდისში 2 წლამდე ასაკის ბავშვმა თაგვის წამალი შეჭამა

სოფელ შინდისში 2 წლამდე ასაკის ბავშვმა თაგვის წამალი შეჭამა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში ერთი წლისა და 10 თვის ბავშვმა თაგვის წამალი შეჭამა. გოგონა დედათა და ბავშვთა ცენტრ „იავნანაში“, რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. შემთხვევა გუშინ ღამე მოხდა. 

ექიმების განცხადებით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 

ოჯახის წევრების ინფორმაციით, თაგვის საწამლავი ბავშვებისთვის ხელმისაწვდომ ადგილზე არ იყო მოთავსებული, თუმცა გოგონამ სეირნობისას მაინც შენიშნა და რამდენიმე მარცვალი პირში ჩაიდო. მშობლის თქმით, დროულად შენიშნა მომხდარი და ბავშვს პირის ღრუ გაუსუფთავა.

შეიძლება დაინტერესდეთ

თბილისის მერია ველოსიპედების შემოყვანას გეგმავს, რომლის მეშვეობითაც მოქალაქეებს ბავშვების გადაყვანის საშუალება ექნებათ

თბილისის მერია ველოსიპედების შემოყვანას გეგმავს, რომლის მეშვეობითაც მოქალაქეებს ბავშვების გადაყვანის საშუალება ექნებათ
,,თბილისის მერია ველოსიპედების, მათ შორის სამბორბლიანი ველოსიპედების შემოყვანას გეგმავს, რომლის მეშვეობითაც მოქალაქეებს ბავშვების გადაყვანის საშუალება ექნებათ,'' - აღნიშნულის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. 

მისი თქმით, ველოსიპედების შემოყვანას მერია მომდევნო თვეების განმავლობაში აპირებს:


„მომავალში, დედაქალაქის მერია გეგმავს ველოსიპედების, ასევე სამბორბლიანი ველოსიპედების შემოყვანას. მათ, ვისაც უფრო კომფორტულად უნდა მგზავრობა, შეუძლია ბავშვები ჩაისვას უკან. ასეთი ველოსიპედის შემოყვანასაც ვაპირებთ მომდევნო თვეების განმავლობაში. ამ პროექტს უშუალოდ მერია განახორციელებს,“ - დასძინა კახა კალაძემ. 

წაიკითხეთ სრულად