Baby Bag

სოფელ შინდისში 2 წლამდე ასაკის ბავშვმა თაგვის წამალი შეჭამა

სოფელ შინდისში 2 წლამდე ასაკის ბავშვმა თაგვის წამალი შეჭამა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში ერთი წლისა და 10 თვის ბავშვმა თაგვის წამალი შეჭამა. გოგონა დედათა და ბავშვთა ცენტრ „იავნანაში“, რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. შემთხვევა გუშინ ღამე მოხდა. 

ექიმების განცხადებით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 

ოჯახის წევრების ინფორმაციით, თაგვის საწამლავი ბავშვებისთვის ხელმისაწვდომ ადგილზე არ იყო მოთავსებული, თუმცა გოგონამ სეირნობისას მაინც შენიშნა და რამდენიმე მარცვალი პირში ჩაიდო. მშობლის თქმით, დროულად შენიშნა მომხდარი და ბავშვს პირის ღრუ გაუსუფთავა.

შეიძლება დაინტერესდეთ

,,თითქმის ყველა იქნება ინფიცირებული და შემდეგ უკვე ნელ-ნელა წამოვა ქვემოთ'' - როდის უნდა ველოდოთ ვირუსის ჩაცხრობას?

,,თითქმის ყველა იქნება ინფიცირებული და შემდეგ უკვე ნელ-ნელა წამოვა ქვემოთ'' - როდის უნდა ველოდოთ ვირუსის ჩაცხრობას?

პროფესორი გიორგი ფხაკაძე საქართველოში არსებულ ეპიდვითარებას მიმოიხილავს. მისი თქმით, კორონავირუსის პიკი იქნება სექტემბრის პირველი ორი კვირა, შემდეგ კი ჩაცხრება. 

ნახეთ ვიდეო ☝️

წაიკითხეთ სრულად