Baby Bag

სოფელ შინდისში 2 წლამდე ასაკის ბავშვმა თაგვის წამალი შეჭამა

სოფელ შინდისში 2 წლამდე ასაკის ბავშვმა თაგვის წამალი შეჭამა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში ერთი წლისა და 10 თვის ბავშვმა თაგვის წამალი შეჭამა. გოგონა დედათა და ბავშვთა ცენტრ „იავნანაში“, რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. შემთხვევა გუშინ ღამე მოხდა. 

ექიმების განცხადებით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 

ოჯახის წევრების ინფორმაციით, თაგვის საწამლავი ბავშვებისთვის ხელმისაწვდომ ადგილზე არ იყო მოთავსებული, თუმცა გოგონამ სეირნობისას მაინც შენიშნა და რამდენიმე მარცვალი პირში ჩაიდო. მშობლის თქმით, დროულად შენიშნა მომხდარი და ბავშვს პირის ღრუ გაუსუფთავა.

შეიძლება დაინტერესდეთ

სულ სამ შემთხვევაში არ შეიძლება ამ ვაქცინის გამოყენება - ფაიზერით ვაქცინაციის შესახებ გიორგი ღოღობერიძე საუბრობს

სულ სამ შემთხვევაში არ შეიძლება ამ ვაქცინის გამოყენება - ფაიზერით ვაქცინაციის შესახებ გიორგი ღოღობერიძე საუბრობს

ფაიზერით ვაქცინაცია და ამავე ვაქცინის ბუსტერი, ის რაც აუცილებლად უნდა ვიცოდეთ - აღნიშნულ თემაზე ექიმი გიორგი ღოღობერიძე საუბრობს. 

ნახეთ ვიდეო ☝️

წყარო: Rustavi2

 

წაიკითხეთ სრულად