Baby Bag

სოფელ შინდისში 2 წლამდე ასაკის ბავშვმა თაგვის წამალი შეჭამა

სოფელ შინდისში 2 წლამდე ასაკის ბავშვმა თაგვის წამალი შეჭამა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში ერთი წლისა და 10 თვის ბავშვმა თაგვის წამალი შეჭამა. გოგონა დედათა და ბავშვთა ცენტრ „იავნანაში“, რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. შემთხვევა გუშინ ღამე მოხდა. 

ექიმების განცხადებით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 

ოჯახის წევრების ინფორმაციით, თაგვის საწამლავი ბავშვებისთვის ხელმისაწვდომ ადგილზე არ იყო მოთავსებული, თუმცა გოგონამ სეირნობისას მაინც შენიშნა და რამდენიმე მარცვალი პირში ჩაიდო. მშობლის თქმით, დროულად შენიშნა მომხდარი და ბავშვს პირის ღრუ გაუსუფთავა.

შეიძლება დაინტერესდეთ

,,ვაქცინაციის პროცესში ასაკობრივი ჯგუფები დაემატება''

,,ვაქცინაციის პროცესში ასაკობრივი ჯგუფები დაემატება''

ვაქცინაციის პროცესში ასაკობრივი ჯგუფები დაემატება - აღნიშნულის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინემ განაცხადა. 

მისი თქმით, ამ ეტაპზე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში 65 წელს ზემოთ ასაკობრივი ჯგუფები ჩაერთვებიან:

„მოხდება ასაკობრივი ჯგუფების დამატება ვაქცინაციის პროცესში. კერძოდ კი, 65 წელს ზევით ჩვენი მოქალაქეებისთვის შესაძლებელი იქნება ვაქცინაციაზე ხელმისაწვდომობა. ჩვენ ვიცით, რომ სწორედ ესენია მოწყვლადი ჯგუფები, რომლებისთვისაც კოვიდინფექცია ყველაზე საშიშია, ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პროცესი დაგვეჩქარებინა. 

ჩვენი მოქალაქეებისთვის პორტალი ხელმისაწვდომი იქნება 25 რიცხვიდან. წინა პერიოდში კი მათ შესაძლებლობა ექნებათ, 1525-ზე მიიღონ ყველა ის საჭირო ინფორმაცია, რომლითაც მოახერხებენ პორტალზე დარეგისტრირებას. 

სამედიცინო პერსონალის კომპონენტში ვაქცინაციის პროცესი გაგრძელდება, უბრალოდ, 25 რიცხვის შემდეგ, ჩვენი ექიმები ვერ გამოიყენებენ იმ განსაკუთრებული რიგის მართვის კომპონენტს, რომელზე ხელმისაწვდომობაც მათ ამ პერიოდში ჰქონდათ. ეს არის ორი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც საბჭომ დღეს მიიღი,“ - დასძინა ეკატერინე ტიკარაძემ.

წაიკითხეთ სრულად