Baby Bag

სოფელ შინდისში 2 წლამდე ასაკის ბავშვმა თაგვის წამალი შეჭამა

სოფელ შინდისში 2 წლამდე ასაკის ბავშვმა თაგვის წამალი შეჭამა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში ერთი წლისა და 10 თვის ბავშვმა თაგვის წამალი შეჭამა. გოგონა დედათა და ბავშვთა ცენტრ „იავნანაში“, რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. შემთხვევა გუშინ ღამე მოხდა. 

ექიმების განცხადებით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 

ოჯახის წევრების ინფორმაციით, თაგვის საწამლავი ბავშვებისთვის ხელმისაწვდომ ადგილზე არ იყო მოთავსებული, თუმცა გოგონამ სეირნობისას მაინც შენიშნა და რამდენიმე მარცვალი პირში ჩაიდო. მშობლის თქმით, დროულად შენიშნა მომხდარი და ბავშვს პირის ღრუ გაუსუფთავა.

შეიძლება დაინტერესდეთ

პერსონალსა და აღსაზრდელებს შორის კორონავირუსის დადასტურების გამო, თბილისში 42 ბაღია დახურული

პერსონალსა და აღსაზრდელებს შორის კორონავირუსის დადასტურების გამო, თბილისში 42 ბაღია დახურული

პერსონალსა და აღსაზრდელებს შორის კორონავირუსის დადასტურების გამო, თბილისში 42 ბაღია დახურული. ამის შესახებ თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კახა გვანცელაძემ განაცხადა, 

მისი თქმით, სულ კორონავირუსი დაუდასტურდა 42 პირს, მათ შორის რვა ბავშვია, დანარჩენი კი პერსონალი.

შეგახსენებთ, 12 ოქტომბერს, სამუშაო პროცესი არ განახლდა ოთხ დაწესებულებაში, რომელთა პერსონალს კორონავირუსი სააღმზრდელო წლის დაწყებამდე დაუფიქსირდა. მომდევნო დღეებში ბაღებს სხვა ბაღებიც დაემატა.

ამ დროისთვის დახურულია შემდეგი ბაღები: 35-ე, 53-ე, 89-ე, 153-ე, 190-ე, 93-ე, 99-ე, 29-ე, 36-ე, მე-4, 21-ე, „ხუთკუნჭულა“, მე-16, 72-ე, 213-ე, 186-ე, 59-ე, „იმედი,“ 216-ე, 160-ე, 205-ე, 46-ე, 113-ე, 22-ე, 61-ე, 39-ე, 27-ე, 33-ე, 28-ე, 176-ე, 158-ე, 208-ე, 184-ე, 197-ე, მე-17, 42-ე, 167-ე, 52-ე, 54-ე, 94-ე, მე-100, 38-ე.

წყარო: ​1TV.GE

წაიკითხეთ სრულად