Baby Bag

სოფელ შინდისში 2 წლამდე ასაკის ბავშვმა თაგვის წამალი შეჭამა

სოფელ შინდისში 2 წლამდე ასაკის ბავშვმა თაგვის წამალი შეჭამა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში ერთი წლისა და 10 თვის ბავშვმა თაგვის წამალი შეჭამა. გოგონა დედათა და ბავშვთა ცენტრ „იავნანაში“, რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. შემთხვევა გუშინ ღამე მოხდა. 

ექიმების განცხადებით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 

ოჯახის წევრების ინფორმაციით, თაგვის საწამლავი ბავშვებისთვის ხელმისაწვდომ ადგილზე არ იყო მოთავსებული, თუმცა გოგონამ სეირნობისას მაინც შენიშნა და რამდენიმე მარცვალი პირში ჩაიდო. მშობლის თქმით, დროულად შენიშნა მომხდარი და ბავშვს პირის ღრუ გაუსუფთავა.

შეიძლება დაინტერესდეთ

ბოლო ცუდი კვირაა ამ წელიწადში - რა ფაქტორები უნდა გაითვალისწინონ ზოდიაქოს ნიშნებმა?

ბოლო ცუდი კვირაა ამ წელიწადში -  რა ფაქტორები უნდა გაითვალისწინონ ზოდიაქოს ნიშნებმა?

„ბოლო ცუდი კვირაა ამ წელიწადში...“ - აღნიშნულის შესახებ ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი საუბრობს და ზოდიაქოს ნიშნებს კვირის პროგნოზს სთავაზობს. 

წაიკითხეთ სრულად