Baby Bag

სოფელ შინდისში 2 წლამდე ასაკის ბავშვმა თაგვის წამალი შეჭამა

სოფელ შინდისში 2 წლამდე ასაკის ბავშვმა თაგვის წამალი შეჭამა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში ერთი წლისა და 10 თვის ბავშვმა თაგვის წამალი შეჭამა. გოგონა დედათა და ბავშვთა ცენტრ „იავნანაში“, რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. შემთხვევა გუშინ ღამე მოხდა. 

ექიმების განცხადებით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 

ოჯახის წევრების ინფორმაციით, თაგვის საწამლავი ბავშვებისთვის ხელმისაწვდომ ადგილზე არ იყო მოთავსებული, თუმცა გოგონამ სეირნობისას მაინც შენიშნა და რამდენიმე მარცვალი პირში ჩაიდო. მშობლის თქმით, დროულად შენიშნა მომხდარი და ბავშვს პირის ღრუ გაუსუფთავა.

შეიძლება დაინტერესდეთ

„როგორც დედა სასოწარკვეთილი ვუყურებდი ჩემი შვილების შიმშილს... ვცდილობდი, სიმშვიდე შემენარჩუნებინა,“- უკრაინელი დედა ომის მძიმე დღეებზე საუბრობს

„როგორც დედა სასოწარკვეთილი ვუყურებდი ჩემი შვილების შიმშილს... ვცდილობდი, სიმშვიდე შემენარჩუნებინა,“- უკრაინელი დედა ომის მძიმე დღეებზე საუბრობს

უკრაინული საფეხბურთო კლუბის „შახტარის“ ნახევარმცველის მაიკონის მეუღლემ ლიარა ბარბერანმა ომის გამო ქვეყანაში შექმნილი პრობლემების შესახებ ისაუბრა.

„დედა მეკითხებოდა: „შვილო, რამე ჭამე?“ ბავშვებს ორი ვაშლი მივუტანე და მიირთვეს. დარჩენილი ვაშლის გული რომ დავინახე, გადავწყვიტე ამით დავნაყრებულიყავი. მე ვაშლის გული მივირთვი,“- აღნიშნა ლიარა ბარბერანმა.

„როგორც დედა სასოწარკვეთილი ვუყურებდი ჩემი შვილების შიმშილს. ვცდილობდი, სიმშვიდე შემენარჩუნებინა, რომ ისინიც უიმედობაში არ ჩამეგდო. დედასთან და მამასთან საუბარი მინდა, ფსიქოლოგიურად დასვენება მჭირდება, რადგან ძალიან დავიღალე,“- დასძინა ლიარა ბარბერანმა.

24 თებერვალს რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია წამოიწყო. უკრაინის ქალაქების დაბომბვა და საომარი მოქმედებები დღემდე გრძლედება.

წყარო:​ football24.ua 

წაიკითხეთ სრულად