Baby Bag

სოფელ შინდისში 2 წლამდე ასაკის ბავშვმა თაგვის წამალი შეჭამა

სოფელ შინდისში 2 წლამდე ასაკის ბავშვმა თაგვის წამალი შეჭამა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში ერთი წლისა და 10 თვის ბავშვმა თაგვის წამალი შეჭამა. გოგონა დედათა და ბავშვთა ცენტრ „იავნანაში“, რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. შემთხვევა გუშინ ღამე მოხდა. 

ექიმების განცხადებით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 

ოჯახის წევრების ინფორმაციით, თაგვის საწამლავი ბავშვებისთვის ხელმისაწვდომ ადგილზე არ იყო მოთავსებული, თუმცა გოგონამ სეირნობისას მაინც შენიშნა და რამდენიმე მარცვალი პირში ჩაიდო. მშობლის თქმით, დროულად შენიშნა მომხდარი და ბავშვს პირის ღრუ გაუსუფთავა.

შეიძლება დაინტერესდეთ

,,შეპირებული კარგი ამბები - პოტენციურად საინტერესო წამალი მოადგა კვლევების მე-3 ფაზას''

,,შეპირებული კარგი ამბები - პოტენციურად საინტერესო წამალი მოადგა კვლევების მე-3 ფაზას''
პროფესორი გიორგი ფხაკაძე კორონავირუსის საწინააღმდეგო მედიკამენტის შესახებ წერს, რომელმაც კვლევებში კარგი შედეგი აჩვენა: 

,,შეპირებული კარგი ამბები.

კიდევ ერთი (წლის ბოლომდე კიდევ ბევრი ასეთი კარგი ამბავი იქნება) პოტენციურად საინტერესო წამალი “Molnupiravir” მოადგა კვლევების მე-3 ფაზას. მე-2 ფაზაში საკმაოდ კარგი შედეგები აჩვენა (იხილეთ ბმული). დაველოდოთ  მაგრამ, სანამ ეს ან სხვა წამალი/წამლები იქნება ხელმისაწვდომი, ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთს.

აიცერით დროზე ფაიზერით, სანამ ის ჯერ კიდევ არის ხელმისაწვდომი …

ჯანმრთელობას გისურვებთ!

პ.ს: ისე, ​მერსკი, ამ წამლის კვლევაში ჩართული კომპანიაა, ვაქცინაზე მუშაობდა და ერთ -ერთი საუკეთესო კანდიდატი ვაქცინა იყო, მაგრამ ვერ გაამართლა და განაცხადა, რომ მთელ რესურსს წამალზე გადაიტანს. დაველოდოთ …'' - აღნიშნა გიორგი ფხაკაძემ. 


წაიკითხეთ სრულად