ვანის რაიონში სოფელ ბზვანში კრაზანების განსაკუთრებულად დიდი რაოდენობის გამო მოსახლეობა შუქს ვერ ანთებს, ბავშვებს სათამაშოდ ვერ უშვებენ გარეთ და რაც ყველაზე სამწუხაროა, კრაზანამ ორი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. აღნიშნულთან დაკავშრებით სოციალურ ქსელში სოფლის ერთ-ერთ მაცხოვრებელი ავთო ძაგანია წერს. გთავაზობთ მის მონათხრობს სიტყვა-სიტყვით:
„
მიხვდეთ რამდენად საჭიროა საინფორმაციო შეხვედრები სოფლებსა და რეგიონებში!
ვანის რაიონში სოფელ ბზვანში არასოდეს არ ყოფილა მსგავსი ჯიშის და რაოდენობის კრაზანები რაც წელსაა, მესმის თქვენი პოზიცია, რომ კრაზანები ყველგან იკბინებიან და ამერიკაშიც არიან კრაზანები(გაგიკვირდებათ და ეგ ჩვენც ვიცით რომ მსოფლიოს ყველა ქყვეყანაში კრაზანა იკბინება და ამერიკა რა შუაშია იქნებ ამიხსნათ ბატონებო) მაგრამ კრაზანების რაოდენობის ზრდამ, ჯიშების გამრავალფეროვნების გამომწვევი მიზეზი და მისი მოსპობის გზები არ ვიცით, მესმის ასევე, რომ არცერთ სამინისტროს და ცენტრს არ გყოფნით კვალიფიკაცია იმის, რომ მსგავსი საკითხები გამოიძიოთ და ეძებოთ პრობლემის გადაჭრის გზა. ბოლო პრობლემა რაც სოფელს ასე შეეხო იყო ფაროსანები და პირადა ჩემ სოფელს კარგად ახსოვს, როგორც მოაგვარეთ (იაფფასიანი საწამლავით შეწამლეს სოფელი და ფაროსანების მაგივრად ამოხოცეს ფუტკრების ყველა ოჯახი, რომლებსაც სოფლის მოსახლეობა შვილებივით უვლიდა) ფაროსანების რაოდენობამ ცოტათი იკლო ყოჩაღ