4 ნოემბერს ვარიანში იაკობ გოგებაშვილის დაბადებიდან 178 წლის იუბილე აღინიშნება. მწერლის მშობლიურ სოფელში სტუმრებს სხვადასხვა სახის ღონისძიება ელოდება, რომლებიც 12:00 საათიდან 17:00 საათამდე გაგრძელდება.
სოფლის ცენტრში, მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე, მოეწყობა საჯარო სკოლების კუთხეები და წარმოდგენები, გაიმართება კონცერტი მოსწავლეებისა და ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფების მონაწილეობით. მთელი დღის განმავლობაში დამთვარიელებლებს მუზეუმი, ხოლო პატარებს ატრაქციონები უფასოდ მოემსახურება.
იაკობობა გორში 25 ოქტომბერს მომხდარი საზარელი ტრაგედის გამო გადაიდო, რომელიც 9 წლის გოგონას მკვლელობას უკავშირდება. დღესასწაული ყოველ წელს, ტრადიციულად, 27 ოქტომბერს აღინიშნება.